„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2015 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ბუღალტერი.“.
2. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აპარატის უფროსი, მრჩევლები, თანაშემწეები და ბუღალტერი უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის თავმჯდომარეს. დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.“.
3. დებულების მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა“ ქვეპუნქტი და „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აპარატი:
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილება;“.
4. დებულების მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1. აპარატის ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) დეპარტამენტის ვებგვერდის პერიოდული განახლების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ვებგვერდზე განთავსების, დეპარტამენტის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელების უზრუნველყოფა;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. აპარატი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების გარდა, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვას;
გ) მასმედიის მიმოხილვის ყოველდღიურად მომზადებას დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, აგრეთვე, სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;
ე) სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობას;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.
7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“.
8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
9. დებულების მე-13 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;“.
10. დებულების მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია