ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11-41
სარეგისტრაციო კოდი 450050000.35.101.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 430 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევისთვის ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 04.11.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 30.06.2025 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 22.11.2024 ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 06.03.2023 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ერთი უსახელო ჩიხისთვის ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 09.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11-41 2015 წლის 8 მაისი ქ. თბილისი ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ქ. თბილისში ყოველწლიურად ჩატარდეს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ,,თბილისი”.კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.  2.  კონკურსის ჩატარებამდე, ყოველწლიურად შეიქმნას შესაბამისი ჟიური 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით. ჟიურის უფლებამოსილება შეუწყდება ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისის” დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.  3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ჟიურის წევრობის კანდიდატურები. 4. კონკურსის ჩატარების ვადების შესაბამისად, ყოველწლიურად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანების საფუძველზე შეიქმნას კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი. ჯგუფის მუშაობას კოორდინაცია გაუწიოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა. კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფმა უზრუნველყოს კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების მიღება,  დახარისხება ნომინაციების მიხედვით და გადაცემა კონკურსის ჟიურისთვის, გაუწიოს კოორდინაცია ჟიურის მუშაობას და  კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საორგანიზაციო საქმიანობას. 5.  კონკურსის ჟიურიმ შეისწავლოს და შეაფასოს ფიზიკურ პირთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები. 6.  კონკურსის ჟიურის მუშაობას ხელმძღვანელობს ჟიურის თავმჯდომარე, რომელსაც ყოველწლიურად ირჩევენ ჟიურის წევრები ხმათა უმრავლესობით. ჟიურის თავმჯდომარეს და ჟიურის წევრებს აქვთ ერთი ხმა. ჟიური უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, თითოეულ ნომინაციაში, ხმათა უმრავლესობის პრინციპით, გამოავლინოს ერთი გამარჯვებული. 7.  კონკურსის ნომინაციებია: ·  წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; ·  წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები; ·  წლის საუკეთესო ესსე („ჩემი თბილისი” - სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის); ·  წლის საუკეთესო სიმღერა; ·  წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები; ·  წლის საუკეთესო ქანდაკება; ·  წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები; ·  წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები; ·  ჟიურის სპეციალური პრიზი. 8. ჟიური უფლებამოსილია კონკურსში მონაწილე ნებისმიერი პირი დააჯილდოოს სპეციალური პრიზით. 9. გამარჯვებულებს გადაეცეს კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი) და ფულადი ერთჯერადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.  10. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ,,თბილისის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართოს ყოველი წლის ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღესასწაულის დროს. 11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, განათლებისა და კულტურის კომისიის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოს ჟიურის წევრებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება. ჟიურის წევრის ანაზღაურება განისაზღვროს ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარით. 12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ყოველწლიურად გაითვალისწინოს აღნიშნული კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო თანხა. 13. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ და საკრებულოს აპარატის უფროსმა.  14. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი