ს.ს. "საქართველოს საფონდო ბირჟა"-ს განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ (ს/კ 211382145) აქციონერთა
მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2015 წლის29 მაისს, 15:00საათზე ჩატარდება სს„საქართველოს საფონდო ბირჟის” (შემდგომში - ბირჟა) აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
1. ბირჟის 2014 წლის ანგარიშის დამტკიცება;
2. ბირჟის 2014 წლის კონსოლიდირებული მოგების განაწილების შესახებ;
3. ბირჟის ნებადართული (განცხადებული) აქციების რაოდენობის გაზრდის შესახებ;
4. ბირჟის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
5. სს „თბილისის საფონდო ბირჟისთვის“ საბირჟო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აქტივების და/ან უფლებების ბირჟის მიერ გადაცემის შესახებ;
6. ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გადამდგარი წევრების ნაცვლად ახალი წევრების არჩევა.
ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015წლის 6 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება განთავსებულია ბირჟის ვებგვერდზე.
კრების ჩატარებამდე 10დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:30საათამდე, ბირჟის აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს„კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
29 მაისს, 14:30საათიდან 15:00საათამდე,ხმის უფლების მქონე აქციონერთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. 41 (შესასვლელი სასტუმრო „კრისტალის“ მარჯვნივ).
გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი
დანართი №1
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები
დღის წესრიგთან დაკავშირებით
1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით :
რეკომენდაცია:
დამტკიცდეს ბირჟის 2014 წლის ანგარიში.
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით :
რეკომენდაცია:
ბირჟის 2014 წლის კონსოლიდირებული მოგება მთლიანად დარჩეს სააქციო საზოგადოებაში.
3. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით :
რეკომენდაცია:
გაზრდილ იქნეს ბირჟის ნებადართული (განცხადებული) აქციების რაოდენობა 4,000,000 (ოთხი მილიონი) ჩვეულებრივი აქციით და განისაზღვროს იგი 7,000,000 (შვიდი მილიონი) ჩვეულებრივი აქციის ოდენობით (ერთი აქციის ნომინალური ღირებულებით 0.01 ლარი). ნებადართული (განცხადებული) ჩვეულებრივი აქციების რაოდენობის ფარგლებში ახალი ჩვეულებრივი აქციების გამოშვების (განთავსების) პირობები (რაოდენობა, გამოშვების ჯერადობა, ფასი, ვადები და სხვა) განისაზღვროს ბირჟის გენერალური დირექტორის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით.
4. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით :
რეკომენდაცია:
ბირჟის წესდების 3.1 და 3.2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1. ბირჟის განცხადებული (ნებადართული) საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს70,000 (სამოცდაათი ათას) ლარს.
3.2. ბირჟის განცხადებული (ნებადართული) საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 7,000,000 (შვიდ მილიონ) ცალ ჩვეულებრივ აქციად. ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 (ერთ მეასედ) ლარს. ბირჟის აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას“.
5. დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით :
რეკომენდაცია:
გადაეცეს ბირჟის მიერ სს „თბილისის საფონდო ბირჟას“ საბირჟო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აქტივები და/ან უფლებები, სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ საწესდებო კაპიტალში ბირჟის შენატანის და/ან სხვა (მათ შორის დროებითი სარგებლობის უფლებით) სახით. მიენიჭოს ბირჟის გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება, განსაზღვროს გადასაცემი აქტივების და/ან უფლებების სახეობა და ღირებულება (მათ შორის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში).
შენიშვნა: დღის წესრიგის მესამე და მეოთხე საკითხებზე აქციონერთა კრების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღის წესრიგიდან მოიხსნას და კენჭისყრაზე აღარ დადგეს დღის წესრიგის მეხუთე საკითხი.
6. დღის წესრიგის მეექვსე საკითხთან დაკავშირებით :
რეკომენდაცია:
ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გადამდგარი წევრების - გიორგი ფარესიშვილის ნაცვლად არჩეულ იქნეს ლევან შანიძე, ხოლო კახა ჩარგეიშვილის ნაცვლად არჩეულ იქნეს ნიკოლოზ შურღაია.