⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2000)
გაუქმებულია:

სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.1997
ძალის დაკარგვა 01.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1069
სარეგისტრაციო კოდი 080.080.010.05.001.000.291
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
matsne.gov.ge 307 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.1997 მიღება
01.06.2000 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ საქართველოს კანონი სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ ხელმძღვანელობენ რა პრინციპით, რომ სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ჰუმანური ტრადიციებით, საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობით, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისაკენ საქართველოს სწრაფვით, სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გამოცდილებით, საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის შეგნებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ხოლო საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს რა ამ ინიციატივას, აცხადებს სიკვდილით დასჯას გაუქმებულად და ადგენს: I. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10): ა) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; ბ) 25-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯის ან“; გ) 49-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „სიკვდილით დასჯა“ შეიცვალოს სიტყვებით „უვადო თავისუფლების აღკვეთა“, ხოლო სიტყვები „სიკვდილით დასჯის ან ამოღებულ იქნეს; დ) 50-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და 54​1 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯა ან“; ე) 65​1 მუხლის სანქციიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სიკვდილით“; ვ) 67-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილების, 68-ე მუხლის პირველი ნაწილის, 69-ე, 104-ე და 209​1 მუხლების სანქციებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან ისჯება სიკვდილით“; ზ) 258-ე მუხლის „გ“ პუნქტის სანქციიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სიკვდილით ან“; 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 44-ე და 45-ე მუხლების მე-2 ნაწილებში, 221​5 მუხლის მე-4 ნაწილში და 222-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „სიკვდილით დასჯა“ შეიცვალოს სიტყვებით „უვადო თავისუფლების აღკვეთა" 3. საქართველოს სასჯელთა აღსრულების კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 201): ა) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯის ან“; ბ) მე-18, 23-ე და 24-ე მუხლების მე-2 ნაწილებიდან, 26-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 აბზაციდან და 78-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯა ან“. II. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი                             ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1997 წლის 11 ოქტომბერი.  N1069-Iს