სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი
სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ
ხელმძღვანელობენ რა პრინციპით, რომ სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა,

ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ჰუმანური ტრადიციებით,

საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობით,

ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისაკენ საქართველოს სწრაფვით,

სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გამოცდილებით,

საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის შეგნებით,

საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ხოლო საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს რა ამ ინიციატივას, აცხადებს სიკვდილით დასჯას გაუქმებულად და ადგენს:

I. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10):

ა) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) 25-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯის ან“;

გ) 49-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „სიკვდილით დასჯა“ შეიცვალოს სიტყვებით „უვადო თავისუფლების აღკვეთა“, ხოლო სიტყვები „სიკვდილით დასჯის ან ამოღებულ იქნეს;

დ) 50-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და 541 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს
სიტყვები „სიკვდილით დასჯა ან“;

ე) 651 მუხლის სანქციიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სიკვდილით“;

ვ) 67-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილების, 68-ე მუხლის პირველი ნაწილის, 69-ე, 104-ე და 2091 მუხლების სანქციებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან ისჯება სიკვდილით“;

ზ) 258-ე მუხლის „გ“ პუნქტის სანქციიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სიკვდილით ან“;

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 44-ე და 45-ე მუხლების მე-2 ნაწილებში, 2215 მუხლის მე-4 ნაწილში და 222-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „სიკვდილით დასჯა“ შეიცვალოს სიტყვებით „უვადო თავისუფლების აღკვეთა"

3. საქართველოს სასჯელთა აღსრულების კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 201):

ა) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯის ან“;
ბ) მე-18, 23-ე და 24-ე მუხლების მე-2 ნაწილებიდან, 26-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 აბზაციდან და 78-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სიკვდილით დასჯა ან“.

II. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 11 ოქტომბერი. 

N1069-Iს


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28372/