აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ს

ბრძანება

№ 1-1/173

2015 წლის  4 მაისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 23 თებერვლის №1054-2-07 განცხადება (სამინისტროში რეგისტრაციის N) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში - ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) - საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №2087-IIს დადგენილებით). აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის ფარგლებში (კმ12.4-კმ31.259) დამუშავდა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დამტკიცდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP III).

ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა. აღსანიშნავია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია (დაახლოებით - 90%), მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა აჭყვაში და სოფელ ხუცუბანში მდებარე 3 უძრავი ქონების თანამესაკუთრესთან, რომლებმაც, შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ უარი განუცხადეს.

ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან:

1) ეკატერინე კახიძე პ/ნ 61004060714); მერი სურმანიძე (პ/ნ 61004047347); ნანა ბაუჟაძე (პ/ნ 61005000843); სულეიმან სურმანიძე (პ/ნ 61005001391), უძრავი ქონების საკადასტრო კოდია20.47.04.084.

2) ბეგლარ ქამაშიძე (პ/ნ 61004001021); თემურ ქამაშიძე (პ/ნ 61004003525) თენგიზ ქამაშიძე (პ/ნ 61004006556); მაყვალა ქამაშიძე (პ/ნ 61004042443), უძრავი ქონების საკადასტრო კოდებია20.39.04.161 და 20.39.04.162.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად ,,კომისიამ“ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს“ 1) № 20.47.04.084; 2) № 20.39.04.161; 3)№ 20.39.04.162 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე (პროექტისათვის საჭირო ფართებზე) ექსპოპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

№ 20.47.04.084; № 20.39.04.161 და № 20.39.04.162 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები განთავსებულია ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა -მშენებლობისათვის.

ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება № 20.47.04.084; № 20.39.04.161; № 20.39.04.162 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის N1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 22 აპრილის ოქმის და დასკვნის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასსაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ,

ეკატერინე კახიძის პ/ნ 61004060714); მერი სურმანიძის (პ/ნ 61004047347); ნანა ბაუჟაძის (პ/ნ 61005000843); სულეიმან სურმანიძის (პ/ნ 61005001391)თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი № 20.47.04.084, საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთი 2501 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები).

ბეგლარ ქამაშიძის (პ/ნ 61004001021); თემურ ქამაშიძის (პ/ნ 61004003525) თენგიზ ქამაშიძის (პ/ნ 61004006556); მაყვალა ქამაშიძის (პ/ნ 61004042443) თანასაკუთრებაში არსებულ 2 უძრავ ქონებაზე. № 20.39.04.161 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთია 544კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. 20.39.04.162 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საექსპროპრიციო მიწის ნაკვეთის ფართია 1192კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6) .

მინისტრი                                                         გ. კვირიკაშვილი