„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2015 წლის 8 მაისი ქ. რუსთავი |
„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/06/2014, 330090020.35.160.016209) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთანავე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დასაშვებია სათბურების განთავსება.“; ბ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მანძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 1-ს ცხრილი 1 კონკრეტულ საცხოვრებელ ზონებში ზომების რეგულირება ა.ბ.გ.დ.
ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ) შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტითან განაშენიანების რეგულირების გეგმით; გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა და განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე; დ) კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განსათავსებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ზომებისადმი მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“; გ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში ა) ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 2-ს ცხრილი 2 კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში ზომების რეგულირება ა,ბ,გ,დ
ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვისადმი, შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით ან განაშენიანების რეგულირების გეგმით; გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა და განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე; დ) კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განსათავსებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ზომებისადმი მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №85. სარეგისტრაციო კოდი — 330090020.35.160.016295.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №85, 08.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016295 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2837637/