„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის #93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
170050000.19.012.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №16

2015 წლის 22 მაისი

ქ.თბილისი

 

„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის #93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით (სსმ III, 02.08.2004 წ., №79, მუხლი 698) დამტკიცებული დებულების:
  • მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „პ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;“.

  • მე-3 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „31. ნოტარიუსმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლოს ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსიროს მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია, განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 52 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.“.

  • მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „3. ნოტარიუსი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. ნოტარიუსი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ  დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება ნოტარიუსს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას ნოტარიუსმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.“.

  • მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „4. ნოტარიუსი უფლებამოსილია, კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

    5. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დამოწმებამდე (დადასტურებამდე), რაიმე სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე (მომსახურების გაწევამდე), ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების 52 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

    5. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

    „61. ნოტარიუსი ვალდებულია, იურიდიული პირის (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.

    62. ნოტარიუსი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.“.

    6. მე-5 მუხლის მე–13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „13. ნოტარიუსი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 52 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე  გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ნოტარიუსი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.“.

    7. მე-5 მუხლის მე–13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

    „131. ნოტარიუსი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 52 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე–13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. ნოტარიუსი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.“.

    8. 51 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

    „მუხლი 52. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები

    1. ნოტარიუსი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:

    ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობა;

    ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;

    გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;

    დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;

    ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;

    ვ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, ნოტარიუსი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.

    3. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ დებულების მე-5 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:

    ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;

    ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;

    გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე–12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;

    დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

    4. ამ დებულების მე-5 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, ნოტარიუსი არ თავისუფლდება მე-5 მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დადგენის, აგრეთვე კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, ნოტარიუსმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.

    5. ნოტარიუსი  განსაზღვრავს გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურებს, რომლებიც ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა გატარდეს.“.

    9. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. ნოტარიუსი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 და 52 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს ნოტარიუსთან, როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).“.

    10. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

    „11. ნოტარიუსი ვალდებულია, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დამოწმების (დადასტურების) ან რაიმე სხვა სანოტარო მოქმედების შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.“.

    11. მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. ამ მუხლის 1 და 11 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით.“.

    12. მე–8 მუხლის  მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ნოტარიუსის მიერ პირადად ან უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (ამ უკანასკნელს კონვერტი გადაეცემა დაბეჭდილი და მას არა აქვს უფლება იცოდეს მისი შინაარსი), ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ნოტარიუსის სახელი, გვარი და მისამართი, ადრესატი (“საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 და გრიფი „კონფიდენციალური.”.

    13. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    14. დანართი №1 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2
    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი