აღსულების ეროვნული ბიურო- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/8238-15 (შპს "220 ვოლტი"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8238-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8238-15 ( 330210315793370 )

 

 

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2015 წლის 05 მაისი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი : შპს ”220 ვოლტ ი” (ს/კ 206344945);

წარმომადგენელი: ბონდო გოლეთიანი (დირექტორი);

მოთხოვნა : გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და

 

:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) წარმომადგენელმა (დირექტორმა) ბონდო გოლეთიანმა და განმარტა, რომ შპს ”220 ვოლტი” სამეწარმეო რესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის სექტემბრიდან. საწარმოს კრედიტორთა მიმართ გააჩნია ვადამოსული ვალდებულებები, რომელთა ოდენობაც შეადგენს 3 788 174,48 ლარს, ხოლო საწარმოს აქტივების ღირებულება კი 1 868 459,8 ლარია. შესაბამისად, სახეზეა ზედავალიანება, რადგან აქტივების ღირებულება არ არის საკმარისი ვალდებულებების დასაფარად და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კი მკვეთრად უარყოფითია. შპს ”220 ვოლტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, რაც ქართულმა ლარმა განიცადა დევალვაცია, საწარმომ განიცადა 1 245 365,68 ლარის ზარალი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, ვინაიდან ზედავალიანების გამო კომპანია გახდა ვალაუვალი, ე.ი. გადახდისუუნარო და ის ვერ შეძლებს კრედიტორთა მიმართ ვალდებულების შესრულებას, შპს ”220 ვოლტის” პარტნიორთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის თაობაზე.

 

შპს ”220 ვოლტს” აქტივის სახით რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნია, ხოლო ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტი საშუალებების ჯამური ღირებულება შეადგენს 28 817,53 ლარს; რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2015 წლის 29 აპრილის მდგომარეობით ნაშთი ანგარიშზე არის 6183,53 ლარი, 16,07 დოლარი და 0,26 ევრო. ფინანსური პრობლემების გამო კომპანიას ფაქტობრივად შეჩერებული აქვს საქმიანობა. შესაბამისად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ არსებობს საფუძველი დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმე და განმცხადებელმა მოითხოვის საწარმოს გაკოტრება.

 

სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებას, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

 

2. შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

3. აეკრძალოს შპს ”220 ვოლტს” (ს/კ 206344945) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

 

4. შეჩერდეს შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

 

 

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

 

7. განემარტოს შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) დირექტორს ბონდო გოლეთიანს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

 

 

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”220 ვოლტის” (ს/კ 206344945) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

 

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 5 ივნისი, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6, დარბაზი #23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

 

11. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2015 წლის 15 მაისისა, განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

 

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                                                                             ბესიკ სისვაძე