2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
მიღების თარიღი 15.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №43/ნ
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 0140105/ 0140106 |
| 2 | 0140101/ 0140102 |
| 3 | 0140118/ 0140119 |
| 5 | 1140702 |
| 6 | 1140703 |
| 7 | 1140802 |
| 8 | 1140803 |
| 9 | 1140901 |
| 10 | 1140902 |
| 11 | 0090901 |
| 12 | 0090903 |
| 13 | 0090904 |
| 14 | 0090703 |
| 1005 | ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით |
| 1006 | ფილოსოფია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№43/ნ
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი 1
2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი (შემდგომში − წესი) ადგენს 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.
2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება.
3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2015 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი
სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში:
ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;
ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად;
გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა.
მუხლი 3🔗.
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები):
ა) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ბ) სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
გ) სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დ) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ე) სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ვ) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ზ) სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თ) სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მუხლი 4🔗.
პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში - სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად.
2. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.
4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ან სტუდენტთა მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მათ შორის 2015 წელს ან 2015 წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში ან სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის/შიდა მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის/შიდა მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს. თუ, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
7. თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველ პირებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
8. მიმღები უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტს მოსთხოვოს სწავლის საფასურის გადახდა, შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მეშვეობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარჩენილი დროის მონაკვეთში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების საჭიროებისას.
9. მობილობის/შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია.
10. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზევით, რომლებიც არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
პროგრამული დაფინანსების ოდენობა
1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას, წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად, თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
3. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას.
მუხლი 6🔗.
პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა
1. დაუშვებელია ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა.
2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით/შიდა მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული პირების სწავლის დასაფინანსებლად. რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
მუხლი 7🔗.
უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის მომზადება და გამოცემა
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს.
3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის.
მუხლი 8🔗.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.
3. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების გადატანა.
მუხლი 9🔗.
პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უნივერსიტეტების მითითებით.
2. უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.
მუხლი 10🔗.
პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა
1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით:
ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ;
ბ) პირველ აპრილამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი ნოემბრის შემდგომ.
2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.
3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.
მუხლი 11🔗.
პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები
1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე:
ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება;
ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა.
2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:
ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად;
ბ) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა;
გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს.
3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება.
4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად.
5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის.
მუხლი 12🔗.
სამინისტროს უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია).
2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო.
მუხლი 13🔗.
პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება.
2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება, როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში:
ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები;
ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას).
დანართი 2
2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
1.
2015-2016 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე:
კოდი
მიმართულება
კოდი
დარგი/სპეციალობა
01
აგრარული მეცნიერებანი
0101
აგრონომია
0102
ვეტერინარია
0103
მეცხოველეობა
0104
სასურსათო ტექნოლოგია
0105
სატყეო საქმე
03
განათლება
0301
განათლების მეცნიერებები
0302
მასწავლებლის განათლება
04
ინჟინერია
0404
საინჟინრო ფიზიკა
0405
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
0406
მშენებლობა
0415
აგროინჟინერია
05
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო
მეცნიერებანი
0501
მათემატიკა
0502
ფიზიკა
0503
ქიმია
0504
ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები
07
სოციალური მეცნიერებები
0701
ეკონომიკა
10
ჰუმანიტარული მეცნიერებანი
1004
ისტორია
1005
ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით
1006
ფილოსოფია
11
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები
1101
არქიტექტურა
1115
არქეოლოგია
შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით.
2.
2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე.
3.
ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები:
№
კოდი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
კვალიფიკაცია
2015 წ.
უსდ-მიერ დარეგისტ
რირებული ადგილები
001
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის მიხედვით
1
0010101
ქართული ფილოლოგია
ფილოლოგიის ბაკალავრი
200
2
0010102
ისტორია
ისტორიის ბაკალავრი
150
3
0010103
არქეოლოგია
არქეოლოგიის ბაკალავრი
25
4
0010104
ფილოსოფია
ფილოსოფიის ბაკალავრი
25
5
0010124
დაწყებითი განათლება
განათლების ბაკალავრი
25
6
0010106
მათემატიკა
მეცნიერებათა ბაკალავრი მათემატიკაში
100
7
0010107
ფიზიკა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში
100
8
0010108
ქიმია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ქიმიაში
100
9
0010109
ბიოლოგია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში
100
10
0010117
ეკონომიკა
ეკონომიკის ბაკალავრი
400
ჯამი
1225
003
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია
1
0030101
მშენებლობა
ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში
500
2
0030203
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი
450
3
0030601
არქიტექტურა
არქიტექტურის ბაკალავრი
150
4
0030803
მათემატიკა
მათემატიკის ბაკალავრი
50
5
0030806
საინჟინრო ფიზიკა
საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი
100
6
0031001
აგრარული ტექნოლოგიები
აგრონომიის ბაკალავრი
75
7
0031002
სასურსათო ტექნოლოგია
სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი
120
8
0031003
სატყეო საქმე
სატყეო საქმის ბაკალავრი
100
9
0031004
აგროინჟინერია
ინჟინერიის ბაკალავრი აგროინჟინერიაში
80
10
0031005
მეცხოველეობა
მეცხოველეობის ბაკალავრი
75
11
0031006
აგრონომია
ბაკალავრი აგრონომიაში
75
12
0031007
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია
ბაკალავრი აგროინჟინერიაში
75
13
0030408
ქიმია
ქიმიის ბაკალავრი
50
ჯამი
1900
009
სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია
1
0090101
ქართული ენა და ლიტერატურა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
150
2
0090107
არქეოლოგია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი არქეოლოგიაში
30
3
0090108
ისტორია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში
60
4
0090201
მათემატიკა
მათემატიკის ბაკალავრი
60
5
0090203
ფიზიკა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბაკალავრი ფიზიკაში
15
6
0090204
ბიოლოგია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში
60
7
0090404
ეკონომიკა
ეკონომიკის ბაკალავრი
100
8
0090501
დაწყებითი განათლება
განათლების ბაკალავრი
210
9
0090605
ელექტრული ინჟინერია
ინჟინერიის ბაკალავრი
75
10
0090606
მშენებლობა
ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში
60
11
0090901
აგრონომია
აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი
60
12
0090903
აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა
სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი
30
13
0090904
აგროინჟინერია
აგროინჟინერიის ბაკალავრი
30
14
0090703
სასურსათო ტექნოლოგიები
სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი
30
ჯამი
970
010
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია
1
0100402
მათემატიკა
მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში
50
2
0100403
ბიოლოგია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში
50
3
0100102
ქართული ფილოლოგია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
50
4
0100103
ისტორია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში
50
5
0100104
ფილოსოფია
ფილოსოფიის ბაკალავრი
15
6
0100105
არქეოლოგია
არქეოლოგიის ბაკალავრი
30
7
0100106
დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა
განათლების ბაკალავრი
50
8
0100404
ფიზიკა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში
15
ჯამი
310
012
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია
1
0120101
მათემატიკა
მათემატიკის ბაკალავრი
30
2
0120201
ქიმია
ქიმიის ბაკალავრი
25
3
0120202
ბიოლოგია
ბიოლოგიის ბაკალავრი
25
4
0120203
ფიზიკა
ფიზიკის ბაკალავრი
10
5
0120301
ქართული ფილოლოგია
ფილოლოგიის ბაკალავრი
30
6
0120302
არქეოლოგია
არქეოლოგიის ბაკალავრი
25
7
0120303
ისტორია
ისტორიის ბაკალავრი
25
8
0120601
ეკონომიკა
ეკონომიკის ბაკალავრი
30
ჯამი
200
071
სსიპ - თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია
1
0710117
ქართული ენა და ლიტერატურა
ფილოლოგიის ბაკალავრი
55
2
0710118
ისტორია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში
55
3
0710101
ბიოლოგია
ბიოლოგიის ბაკალავრი
40
4
0710115
დაწყებითი განათლება
განათლების ბაკალავრი
35
5
0710114
სასურსათო ტექნოლოგია
სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი
43
ჯამი
228
114
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია
1
1140101
დაწყებითი განათლება
განათლების ბაკალავრი
90
2
1140202
ეკონომიკა
ეკონომიკის ბაკალავრი
50
3
1140601
მშენებლობა
ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში
50
4
1140603
აგრონომია (აგროტექნოლოგია, აგროეკოლოგია)
აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი
50
5
1140702
ქართული ფილოლოგია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
80
6
1140703
ისტორია
ისტორიის ბაკალავრი
50
7
1140802
ბიოლოგია
ბიოლოგიის ბაკალავრი
30
8
1140803
ქიმია
ქიმიის ბაკალავრი
15
9
1140901
ფიზიკა
ფიზიკის ბაკალავრი
15
10
1140902
მათემატიკა
მათემატიკის ბაკალავრი
30
ჯამი
460
014
სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(ქ. ახალციხე, ქ. ახალქალაქი)
კვალიფიკაცია
1
0140105/
0140106
ქართული ფილოლოგია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
120
2
0140101/
0140102
ისტორია
ისტორიის ბაკალავრი
120
3
0140118/
0140119
ეკონომიკა
ეკონომიკის ბაკალავრი
120
4
ჯამი
360
საერთო ჯამი
5653