ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.137.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.06.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების,სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ სსიპ თვითმმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2015 წლის 14 მაისი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და
მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი და 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება. (დანართი №1)ю
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №11 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი N1
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმითპრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად განსაზღვრავს და აწესრიგებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის წესით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განაცხადი - აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
გ) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა. ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
დ) საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთი - საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონის მონაწილის სტატუსს.
ე) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გამგებელი).
ვ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 3🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, რეგისტრატორი და კომისიის წევრები) განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები).
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
მუხლი 4🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს ქონების მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:
ა) განაცხადს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.
4. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი
აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში მონაწილე) სტატუსს.
5. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
7. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება შეკრებისთანავე.
8. კომისიის წევრები ვალდებული არიან აუქციონის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
9. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საჯარო აუქციონის ჩატარებაში.
10. კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს, რომელსაც ხელს აწერს ქონების მმართველი და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი.
მუხლი 5🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განაცხადებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან.
ბ) გაუუქმოს დაინტერესებულ პირს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსი, თუ მის მიერ
წარდგენილი განაცხადი და დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონს.
მუხლი 6🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებული საჯარო აუქციონის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც __________ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 7🔗.
კომისიის მიერ საჯარო აუქციონის ჩატარება
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი.
4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლებამოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 8🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის წესით
პრივატიზების მუდმივმოქმედი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.