1. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამები (პროექტები) შემუშავდება და სრულდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამის (პროექტის) შესრულებისათვის პასუხისმგებელია მისი ხელმძღვანელი, რომელსაც უფლება აქვს პროგრამის (პროექტის) მონაწილეთა შორის გაანაწილოს ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1043 – ვებგვერდი, 23.09.2013