სამედიცინო საქმიანობის განხორცილევის უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-643/ო
2015 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. მიეცეს შპს ,,ემერჯენსი სერვისის “ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ ხელმძღვანელის, გ. ვაშაკიძის, განცხადება: №34497, 17.04.2015წ .
ადგილზე შემოწმების აქტი №41, 07.05.2015წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე