ს.ს. "ლიბერთა ბანკი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თბილისი , საქართველო                                                                                                                                                                                                    18 მაისი, 2015 წელი

 

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) აქციონერთა საერთო კრების (შემდგომში „საერთო კრება“) ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 19 ივნისს, 10:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

a.  2014 წლის „ბანკის“ აუდირებული კონსოლიდირებული IFRS ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება;

b.  2014 წლის კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების დივიდენდის გადახდის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრა;

c.  2014 წლის დივიდენდის გადახდა 6,139,064 ცალ კონვერტირებად პრივილეგირებულ აქციასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით, რეგისტრირებული პროსპექტის შესაბამისად. აღნიშნული დივიდენდის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 1,043,640.88 ლარის ოდენობით;

d.  კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების 2014 წლის დივიდენდის გადახდის თარიღის განსაზღვრა;

e.  შპს ერნსტ & იანგის „ბანკის“ დამოუკიდებელ აუდიტორად დანიშვნა 2015-2018 წლებთან მიმართებაში;

f.   „ბანკის“ „სამეთვალყურეო საბჭოში“ ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრებად შემდეგი პირების არჩევა:

i. ირაკლი რუხაძე, აშშ-ის მოქალაქე (პასპორტის  №452029293, გაცემული 2009 წლის 16 დეკემბერს); და

ii. გიორგი კალანდარიშვილი, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 01017008854).

და

g.  დადასტურება, რომ ვლადიმერ გურგენიძემ, რომლის სამსახურებრივ ხელშეკრულებას ვადა გასდის 2015 წლის 31 დეკემბერს, შეატყობინა „სამეთვალყურეო საბჭოს“ მასზედ, რომ მას აღარ სურს გააგრძელოს „სამეთვალყურეო საბჭოს“ თავმჯდომარედ ან წევრად ყოფნა და, როგორც ასეთი, არ გეგმავს არსებული სამსახურებრივი ხელშეკრულების გაგრძელებას ან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და დატოვებს დაკავებულ თანამდებობას „საერთო კრების“ ჩატარებიდან მოკლე ვადაში.

2015 წლის 19 ივნისის აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგთან დაკავშირებით, „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას უწევენ, რომ „საერთო კრებამ“ დაამტკიცოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

„საერთო კრების“დღის წესრიგის (d) პუნქტთან დაკავშირებით, „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დამატებით რეკომენდაციას უწევენ, რომ „საერთო კრებამ” კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების 2014 წლის დივიდენდის გადახდის თარიღადგანსაზღვროს 2015 წლის 22 ივლისი.

„საერთო კრების“დღის წესრიგის (g) პუნქტთან დაკავშირებით, „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დამატებით რეკომენდაციას უწევენ,რომ „საერთო კრებამ“ მადლობა გადაუხადოს ვლადიმერ გურგენიძეს „ბანკში“ გრძელვადიანი და გამორჩეული სამსახურისთვის, აღიაროს 2009 წლის სექტემბრიდან „ბანკში“ განხორციელებულ ტრანსფორმაციაში მისი ცენტრალური როლი, და, დაამტკიცოს მისი გადადგომის ან სამსახურებრივი ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღისთვის, (a) 2015 წლისშენარჩუნების პროგრამით მის მიერ მისაღები ფულადი პრემიის და (b) 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდზემისი როგორც „ბანკის“ გენერალური დირექტორის დარჩენილი ფულადი ანაზღაურების სრულად გადახდა, როგორც ეს გადაწყვეტილია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2015 წლის 30 აპრილის №92/12 სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით.

„ბანკის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, თბილისი 0162, საქართველო,

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 19 ივნისს ,9:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2015 წლის 14 მაისი.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2015 წლის 9 ივნისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან –სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამ. №74ა, თბილისი 0162, საქართველო.

 

 

გიორგი არველაძე

 

გენერალური დირექტორი

 

სს „ლიბერთი ბანკი“