აღსრულების ეროვნული ბიურო -თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/2118-15 (შპს "ქართულ -გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2118-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე #2/ 2118-15

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

 

2015 წლის 8 მაისი

. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ”ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის”კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

:

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს ”ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის” კრედიტორის, როინ მიგრიაულის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობების დადგენის მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. გარდა აღნიშნულისა, განსახილველი არის კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები.

 2015 წლის 8 მაისს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა საწარმოს დირექტორი, მეურვე და კრედიტორთა ნაწილი, რის გამოც კრება გადაიდო 2015 წლის 3 ივნისს 11:00 საათზე.

 `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.~

სასამართლომ იხელმძღვანელა `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

 

 

  :

1. მოწვეულ იქნეს შპს ”ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის”კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1 კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

 1.2 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელების საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015წლის 3 ივნისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის№24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ№6).

3. დაევალოს შპს ”ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის”მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს~ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

 

 

 

 

  მოსამართლე                                                                ლაშა ქოჩიაშვილი