აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2015
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №19
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
მუხლი 2🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:
1.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის (მათ შორის საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის) გამოცდილება;
გ) პოლიტიკური ანალიზის, კონფლიქტოლოგიის კუთხით ანალიტიკის სფეროში მუშაობისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული) სრულყოფილი ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („eDocument“) მუშაობის გამოცდილება;
ზ) სასურველია აფხაზური ენის ცოდნა;
თ) კონფლიქტოლოგიის კუთხით ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
1.2 საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;
თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
ი) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:
2.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) პოლიტიკური ანალიზის, კონფლიქტოლოგიის კუთხით ანალიტიკის სფეროში მუშაობისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული) სრულყოფილი ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („eDocument“) მუშაობის გამოცდილება;
ზ) სასურველია აფხაზური ენის ცოდნა;
თ) კონფლიქტოლოგიის კუთხით ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
2.2 საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;
თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
ი) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:
3.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) პოლიტიკური ანალიზის, კონფლიქტოლოგიის კუთხით ანალიტიკის სფეროში მუშაობისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/ და რუსული) ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („eDocument“) მუშაობის გამოცდილება;
ზ) სასურველია აფხაზური ენის ცოდნა;
თ) კონფლიქტოლოგიის კუთხით ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
3.2 საკონკურსო თემატიკა: