„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №216 |
|
2015 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. სააგენტომ უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ტესტირების რეჟიმში შეფასებული (შესწავლილი) ოჯახების (შინამეურნეობების) შესახებ მოპოვებული მონაცემების შეტანა (ასახვა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 30 აპრილი.“.
|