⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2016)
გაუქმებულია:

შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.05.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018603
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2015
matsne.gov.ge 2,362 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2015 მიღება
01.01.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
შესყიდვა
შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ ამ წესის დანართით  განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა
მუხლი 2
შემსყიდველი
შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას
მუხლი 2
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა)
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა
ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, შესაძლებელია, გამოყენებულ  იქნეს ტერმინი ტენდერი)
მუხლი 2
პრეტენდენტი
პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ,  შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად, გაფორმებულ იქნა  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
მუხლი 2
წინადადება
ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება
ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის  შესაბამის ველში
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
ამ წესის დანართით გათვალისწინებული შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა
მუხლი 2
კომისია
შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ამ წესის შესაბამისად დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად
მუხლი 2
CPV
„შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 გადაცემის მოწყობისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა
2 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა
3 სარეკლამო რგოლების დამზადების და სხვადასხვა მედიასივრცეებში განთავსების,  მოწყობის და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვა
4 ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა
5 ბილეთების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა
6 ბილეთების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა
7 თერმული ქაღალდის  ბეჭდვა-დამზადების  მომსახურების შესყიდვა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №218 2015 წლის 18 მაისი ქ.თბილისი შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული  „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“  სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების      სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „საქართველოს ლატარიის  კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“  სახსრებით, ამ წესის დანართით გათვალისწინებული, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს, რომლის ჯამური ღირებულება წესის მოქმედების განმავლობაში არ აღემატება 700 000 ლარს. 2. წესის მოქმედების განმავლობაში,  700 000 ლარზე მეტი ოდენობის შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვისას გამოიყენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონი და შესაბამისი კანონმდებლობა. 3. ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ ამ წესის დანართით  განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი  – შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“; გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას; ე)  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა); ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, შესაძლებელია, გამოყენებულ  იქნეს ტერმინი ტენდერი); ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო; თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ,  შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად, გაფორმებულ იქნა  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; ი) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი; კ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგითშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია; ლ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; მ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილიაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი; ნ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის  შესაბამის ველში; ო) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართით გათვალისწინებული შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; პ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ჟ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა; რ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ამ წესის შესაბამისად დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ს) CPV„შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი. მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე, შემსყიდველის ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამასთან, ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები  1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.  2. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შემსყიდველის მიერ შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს გენერალური დირექტორის  გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევებში: ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში; ბ) თუ ხორციელდება ამ წესის დანართით განსაზღვრული გადაცემის მოწყობის მომსახურების და გადაცემის მოწყობისათვის საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვა, სარეკლამო რგოლების დამზადების და სხვადასხვა მედია-სივრცეში განთავსებისა და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვა, ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალისათვის საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვა, ბილეთების ბეჭდვისა და მისი ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა, ლატარიის კომპანიის მფლობელობაში არსებული ლატარიის ბილეთების რეალიზაციისათვის აუცილებელი მოწყობილობებისა და ამ მოწყობილობების შესაბამისი სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების შესყიდვის განხორციელება. მუხლი 5🔗. კომისია 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი. 2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ, სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში-აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული, ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. 4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში - განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ - მის გარეშე; ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; ი) ბიჯის ოდენობა; კ) CPV კოდი. 4. განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე,  შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა  1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან  წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2. წინადადების წარდგენამდე,  ნებისმიერ  პირს უფლება აქვს სისტემაში გაეცნოს განცხადებას და დოკუმენტაციას. 3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია, მხოლოდ, სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შემოთავაზება უნდა შეიცავდეს ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ მასალებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველის თავისებურებათა გათვალისწინებით. მუხლი 10🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია. 4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.). 5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება  1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი, შერჩევის პირველ ეტაპზე, ადგენს დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ  ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე, პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს  უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია, მხოლოდ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.   7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. 8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს,  შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს  ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს  შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია  1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით,  ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს  ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. მუხლი 13🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში  ატვირთვა 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად. 4. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი № საქონლის დასახელება 1 გადაცემის მოწყობისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა 2 ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა 3 ლატარიის კომპანიის მფლობელობაში არსებული ლატარიის ბილეთების რეალიზაციისათვის აუცილებელი მოწყობილობები და ამ მოწყობილობების  შესაბამისი სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების შესყიდვა 4 სარეკლამო და საინფორმაციო პროდუქციის შესყიდვა № მომსახურების დასახელება 1 გადაცემის მოწყობისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა 2 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა 3 სარეკლამო რგოლების დამზადების და სხვადასხვა მედიასივრცეებში განთავსების,  მოწყობის და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვა 4 ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა 5 ბილეთების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა 6 ბილეთების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა 7 თერმული ქაღალდის  ბეჭდვა-დამზადების  მომსახურების შესყიდვა