„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.154.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2015 წლის 19 მაისი

დაბა თიანეთი

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი:  280010000.35.154.016044)   დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები. კერძოდ:
1. პროგრამის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

,,დ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში, აგრეთვე შშმ ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა ( ფორმა 100).

ე) ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობა.“.  

2. პროგრამის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-8“ და „მე-9“ პუნქტები.

„8. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. 

9. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები“.

3. პროგრამის მე-5 მუხლის 
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა  წარმოადგინოს ნებისმიერ ბანკში  გახსნილი პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-5“ და „მე-6“ პუნქტები:

„5. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;  ბავშვთა საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ოჯახებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით.

6. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეებზე,  წელიწადში ერთხელ გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.05.2015.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.05.2015. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.154.016223.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №24, 19.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2846889/