„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16554
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2015

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №16554

2015 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

 

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე მიტანის 60-დღიანი ვადით გადაადგილებისას – „60”;

ე) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული, საქართველოშიარარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე 60-დღიანი ვადის ფარგლებში დარჩენილი ვადით გადაადგილებისას – „19”;“;

ბ) მე-13 მუხლის 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი, გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში.“;

გ) 35-ე მუხლის 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტში დეკლარირებამდე საქონლის მიმართ გამოიყენებოდა საწყობის სასაქონლო ოპერაცია ან დროებით ინახებოდა საბაჟო საწყობში/დროებით შენახვის სხვა ადგილზე. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის/დროებით შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი.“;

დ) 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდს ბოლოში ემატება – „/1„. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება ციფრი „5000„.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხემლოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსიგიორგი თაბუაშვილი

 

 

შემოსავლების სამსახური