„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№364
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016434
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №364

2015 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  28/02/2014, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016288) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საინკასაციო სამსახურები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება, სამშენებლო-სარემონტო ან დასასუფთავებელი სამუშაოების განმახორციელებელი სამსახურები;“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა სპეციალური ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალისა და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება-გამოყენების თანხმობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური