„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№132-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებ აში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge), 07.11.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი და მეორე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას უმაღლესი საბჭოს კომისიები და განისაზღვროს კომისიებში წევრთა რაოდენობა:

ა) აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია – 7  წევრი;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია –  8 წევრი;

გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია –   8 წევრი;

დ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთ ა კომისია  – 7  წევრი;

ე) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია – 8  წევრი;

ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია –   8  წევრი.

 

მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს უმაღლესი საბჭოს კომისიებში  პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები:

 

 

კომისიის დასახელება

ფრაქცია

,,ქართული ოცნება”

ფრაქცია

,,ქართული ოცნება -

აჭარა”

 

ფრაქცია

,,ქართული ოცნება -

თავისუფლება

ფრაქცია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ფრაქცია

,,ნაციონალური მოძრაობა -

აჟორიტარები”

ფრაქცია

,,დემოკრატიული

აჭარა“

დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს

წევრები

1

აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა

1

1

1

1

1

1

1

2

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა

1

1

1

2

1

1

1

3

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და

სპორტის საკითხთა

1

1

1

2

1

1

1

4

საკონსტიტუციო,

 იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა

1

1

1

1

1

1

1

5

საფინანსო-საბიუჯეტო და

ეკონომიკურ საკითხთა

1

1

1

2

1

1

1

6

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

 

1

 

1

1

2

1

1

1“.

 

 

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 15 მაისიდან .

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                ა. ბერიძე

         

ჩაქვი,

2015 წლის 14 მაისი   

13 2-უ.ს.რ.ს.