ირაკლი დარცმელიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად-მრჩევლად არჩევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
ირაკლი დარცმელიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად – მრჩევლად არჩევის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის ფარული კენჭისყრით არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად – მრჩევლად არჩეულად ჩაითვალოს ირაკლი დარცმელიძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2015 წლის 15 მაისი
№ 133-უ.ს.გ.ს.