⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2015
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,740 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2015 მიღება
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2015 წლის 20 მაისი ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების  ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს  №19 დადგენილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია                                                                                                                                                       დანართი ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”   საფუძველზე შექმნილი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ხელს უწყობს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, ადგილობრივი ქონების შექმნას და განკარგვას, ეკონომიკური სტრატეგიისა საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას.    მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილება; ბ) მუნიციპალური პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება; გ) ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება; დ) მიწისა და ქონების მართვის განყოფილება; ე) ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები  და  სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოავალეობებს  ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.         მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით.ინვესტიციების დაგეგმვას, ინვესტორებთან თანამშრომლობას, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა  და  პროექტების მომზადებას; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; თ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ი) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; კ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ლ) მერიის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; მ) მერიის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მერიის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ო) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; პ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ჟ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; რ) მერიის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.                         მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი 1. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) წარუდგენს მერს  წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; თ) ითანხმებს განყოფილებების მიერ მომზადებული საკითხების მოქმედ  კანონმდებლობასთან  შესაბამისობას;                                                    ი) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და მერის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ) ესწრება თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს; ლ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; ნ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ო) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; პ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მერის მოადგილეების წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახურის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.     მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურებს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, ასევე ზემდგომი თანამდებობრივი პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება, იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.      მუხლი 6🔗. ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილება 1. ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას; ბ) ქალაქის ეკონომიკური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას, ეკონომიკური, ბიზნესისა და მეგობრული კავშირების მხარდაჭერას; გ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას; დ) ქალაქის სამეწარმეო პოტენციალის გათვალისწინებით შიდა და საგარეო ბაზარზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმების შექმნის და რეალიზაციის მხარდაჭერას როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური  ინვესტიციების მოზიდვისათვის; ე) ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ხელშემწყობი პროექტების შემუშავებას, ინვესტორებისათვის ქალაქ ზუგდიდის ბიზნესპორტალის შექმნასა და ადვოკატირებას; ვ) საერთაშორისო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, ხელშეკრულების და კონტრაქტების პროექტების ექსპერტიზას და მომზადებას; ზ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სახალხო მოხმარების საქონლის შექმნის, დანერგვის და მიწოდების მიზნით ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და კერძო პირთათვის საზღვარგარეთ საქმიანი პარტნიორების მოძებნას და კონტაქტების დამყარებას; თ) ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნას და განხორციელებას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.         მუხლი 7🔗. მუნიციპალური პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება 1. მუნიციპალური პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას; დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.         მუხლი 8🔗. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება 1. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა  ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; გ) მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში; დ) კანონით დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების დაგეგმვასა და აღრიცხვას წლის, კვარტალის,  თვეების და აგრეთვე  ცალკეული გადამხდელების მიხედვით; ე) განყოფილება მოიცავს შემდეგ ადგილობრივ მოსაკრებლებს: ე.ა) მოსაკრებელს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; ე.ბ) სათამაშო ბიზნესმოსაკრებელს; ე.გ) არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გადასახადს; ე.დ) არასაგადასახადო შემოსავლების ნაშთების მოსაკრებელს; ე.ე) არასაცხოვრებელი ფართის იჯარის გადასახადს; ე.ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების (გაყიდვის) შედეგად მიღებულ შემოსავლებს; ე.ზ) არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები სახსრების ამოღებას; ვ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღებას საკრებულოს მიერ  დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდებას გადასახადის ვადების და მოცულობის შესახებ; თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღების ორგანიზებას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.   მუხლი 9🔗.  მიწისა და ქონების მართვის განყოფილება 1. მიწისა და ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; გ) საკრებულოს თანხმობით, მერიის უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გადაცემას; დ) მერიის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების ობიექტების ნუსხის პროექტის შედგენას; ვ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქალაქ ზუგდიდის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებასა და სააუქციონო კომისიაში მუშაობას, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირებას; ზ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე, დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში; თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას. ქონების დაცვასა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; კ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას. გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში; ლ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაციას; მ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ნ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ო) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიების დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინაციას; პ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.           მუხლი 10🔗. ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება 1. ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას; ბ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; გ)  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის      ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; დ) წინადადებების მომზადებას ქალაქის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.         მუხლი 11🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.