ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.173.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2015
matsne.gov.ge 1,231 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2018 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.12.2014 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.12.2015 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.09.2014 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 25 მაისი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს  ორგანული  კანონის  61-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის   ასლის  გადაღების   მოსაკრებლის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების   შესახებ”   საქართველოს   კანონის მე-20  მუხლის საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს,  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი დანართი 1-ის, 2-ის, 3-ის და 4-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური   მონაცემებისათვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. მუხლი 2🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საჯარო ინფორმაცია პროაქტიულია საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე:  www.akhaltsikhe.gov.ge ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი (პირები), ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში           (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი. პერიოდულად უნდა ხდებოდეს პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლება ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.  პროაქტიულად  გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.   პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება Word-ის ან PDF  ფორმატში. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება   ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ვებგვერდისა  და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები  დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ მუხლით განსაზღვრული  ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. მუხლი 3🔗. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის კატეგორიები ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურისა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ბ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); გ) ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ე) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერიასა და საკრებულოში შემოსული, ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); ვ) ინფორმაცია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში    გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ    (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ზ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); თ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად); ი) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად); კ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურის შესახებ, რომელიც დადგენილია ლ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები  (ქვეყნდება  ძალაში შესვლიდან 10 დღეში). კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს  არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო)   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი   ინფორმაციის   გაგზავნა   მისი   მოცულობიდან გამომდინარე   შეუძლებელია   გაგზავნილ   იქნეს ელექტრონულად,   მაშინ   საჯარო   ინფორმაციის გაცემაზე    პასუხისმგებელი    პირი    იტოვებს    უფლებას    მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის   გადაღების   მოსაკრებლის   შესახებ”   საქართველოს   კანონის   თანახმად   განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ       ინფორმაციის  მოთხოვნის  თაობაზე  უნდა  წარადგინოს  წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო       იურიდიული პირების         შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა   და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების   ასლები.  აღნიშნული განცხადება   უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ  ახალციხის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/მერიის ადმინისტრაციული სამსახურში ან/და    გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე  www.akhaltsikhe.gov.ge    ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი N3). ამ მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი  წესების  დარღვევით  წარდგენილი  განცხადება  არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის    მომთხოვნის  დისკეტაზე  ან  კომპაქტურ  დისკზე  ინფორმაციის  ჩაწერისას;  ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური   პირებისათვის  საჯარო   დაწესებულებაში    მათზე   არსებული   პერსონალური მონაცემების ასლის   გადაღებისას. საჯარო   ინფორმაციის   ასლის გადაღების   მოსაკრებლის   ოდენობა   განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით. დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებაზე კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გადასახდელის დაწესება. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (ელექტრონულფოსტაზე) შემოსული  ელ. განცხადება,  მიღებისთანავე  გადაეგზავნება  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურს რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ  პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების   შემდგომ, საკრებულოს აპარატის/მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა   გაიცეს,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. მოთხოვნილი  ელექტრონული  საჯარო  ინფორმაციის  გაცემისათვის  საჭირო  ვადები აითვლება საკრებულოს აპარატში/მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე  განცხადების  ნიმუში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს მოქ. --------------------------------------------------- მცხ.--------------------------------------------------- ტელ/მობ: ------------------------------------------- ორგანიზაციის დასახელება:------------------ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40  მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ --------------------------------------------  (მოთხოვნილი  ინფორმაციის  დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------------------; მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე; მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით,      ქსეროასლების სახით  ან ამოგვიბეჭდოთ  ლაზერულ  პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) თარიღი: დანართი №4 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი მუხლი 1🔗 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით  დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო  ინფორმაციის  ასლის გადაღების  მოსაკრებლის  გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით მუხლი 2🔗 ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტი  მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის  ასლის გადაღების  მოსაკრებლის  გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. მუხლი 3🔗 წლის  განმავლობაში,  საჯარო  ინფორმაციის  ასლის  გადაღების  მოსაკრებლის  გადახდის  გარეშე გაიცემა  ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.