⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.05.2015
ძალის დაკარგვა 15.02.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/29
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,475 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.05.2015 მიღება
15.02.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 3 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონ ომ იური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონ ომ იკის მინისტრის ბრძანება №01/29 2015 წლის 21 მაისი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის  შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №01/46 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის  2015 წლის 16 მარტის  №01/18 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                                                                            მურმან ფარფალია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის “ დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან/და მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი); ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია ასევე გამოცდილების ქონა მედიაში ან/და მედიასთან მუშაობის მიმართულებით); გ) უცხო ენის (სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენა) კარგად ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, Internet) სრულყოფილი ცოდნა. 2.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 3.1.საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება(მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი); ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია ასევე გამოცდილების ქონა მედიაში ან/და მედიასთან მუშაობის მიმართულებით); გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, Adobe Premiere Pro, ინტერნეტი); ე) ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული) სრულყოფილად ცოდნა. 3.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ” დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” ( III  თავი); კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის N27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს   სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის “ იურისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 4.1.საკვალიფიკაციო მოთხოვნებები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 4.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” (III  თავი); კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის N27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ არქივარიუსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 5.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ერთ-ერთი  უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა ; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 5.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  საინფორმაციო უზრუნველყოფის IT-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 6.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა (რუსული და ინგლისური); გ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, HTML, GSS, PHP, adobe photoshop, ინტერნეტი). 6.2. საკონკურსო თემატიკა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 7.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა; გ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 7.2. საკონკურსო თემატიკა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“. 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის საიტის ადმინისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 8.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, Adobe photoshop, HTML, ინტერნეტი); დ) გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა. 8.2. საკონკურსო თემატიკა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“. 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ჟურნალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 9.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული,  ინგლისური, გერმანული და  ფრანგული) სრულყოფილად ცოდნა; გ) ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი; დ) ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; ე) გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა; ვ) საოფისე პროგრამების ცოდნა. 9.2. საკონკურსო თემატიკა: ა) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ბ) აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  2014  წლის 16 აპრილის №27  დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“. 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის პროდიუსერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 10.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული და  ფრანგული) სრულყოფილად ცოდნა; გ) ტელევიზიაში მთავარ რედაქტორად ან პროდიუსერად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება; ე) მედია რეგულაციების ღრმა ცოდნა და პროფესიული პრინციპების ერთგულება; ვ) სატელევიზიო ხელოვნების ცოდნა; ზ) სტრესულ-ექსტრემალურ სიტუაციაში მაღალი კონცენტრაციის უნარი; თ) საოფისე პროგრამების ცოდნა. 10.2. საკონკურსო თემატიკა: ა) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ.