ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/688-2015 (შპს "ქუთაისის აეროპორტი"-ს გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისრაციის გაუქმების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/688-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/688-2015

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 13 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ქუთაისის აეროპორტი’

( საიდენტიფიკაციო კოდი – 212671973).

დირექტორი – ალექსანდრე კუპატაძე.

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ალექსანდრე კუპატაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. მას გააჩნია კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ თანხით – 74143,07 ლარი, რომელიც არის უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია – ვლადიმერ სიროვატკინი თანხით 8708 ლარი (საწარმოო ტრამვის შედეგად დანიშნული ყოველთვიური პენსია). საზოგადოებას ამჟამინდელი მდგომარეობით უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება, მას ბალანსზე და საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია, მოძრავი ქონების სახით ერიცხება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღები: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი – 22 ცალი 22 მჭიდით; ,,ტტ’’ სისტემის პისტოლეტი –1 ცალი 2 მჭიდით; სასწავლო პისტოლეტი ,,მაკაროვი’’ – 2 ცალი 2 მჭიდით; მოსინის სისტემის ,,კარაბინი’’ –6 ცალი; გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,იჟ-18’’ – 6 ცალი; გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,იჟ 17’’-2 ცალი; 9 მმ ვაზნა (მაკაროვი) -15 ცალი; 7,26 მმ ვაზნა (ტტ) -10 ცალი; 7,62 მმ ვაზნა (კარაბინი) – 83 ცალი. ორგანიზაციას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ასევე არ ერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე და სალაროში.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ გაკოტრებას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან), მოძრავი ქონების სახით საზოგადოების სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლი იარაღები: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი - 22 ცალი 22 მჭიდით; ,,ტტ’’ სისტემის პისტოლეტი – 1 ცალი 2 მჭიდით; სასწავლო პისტოლეტი ,,მაკაროვი’’ – 2 ცალი 2 მჭიდით; მოსინის სისტემის ,,კარაბინი’’ -6 ცალი; გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,იჟ-18’’ – 6 ცალი; გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,იჟ 17’’-2 ცალი; 9 მმ ვაზნა (მაკაროვი) -15 ცალი; 7,26 მმ ვაზნა (ტტ) -10 ცალი; 7,62 მმ ვაზნა (კარაბინი) – 83 ცალი. მოვალის განმარტებით აღნიშნული უძრავი ნივთების ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს. საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი აქვს სს თიბისი ბანკში’’, სადაც თანხა არ ერიცხება (სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული ცნობა და ამონაწერი ანგარიშიდან), თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ამავდროულად კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ - 74143,07 ლარი, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს და კრედიტორული დავალიანება ვლადიმერ სიროვატკინის მიმართ - თანხით 8708 ლარი (საწარმოო ტრამვის შედეგად დანიშნული ყოველთვიური პენსია).

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ქუთაისის აეროპორტს’’ (დირექტორი ალექსანდრე კუპატაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                       გენადი მაკარიძე