თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/6393-15 (შპს "აგროტექსერვისი"-ის გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6393-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/6393-15

 

საოქმო განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

 

2015 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი შპს ,,აგროტექსერვისი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 234178261)

 

დირექტორი – ალი გასანოვი

წარმომადგენელი –ზაზა ჩხიტუნიძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – იაგო ქეშელაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

 

გამოარკვია:

2015 წლის 03 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს მოვალე შპს ,,აგროტექსერვისის’’ დირექტორმა ალი გასანოვმა, მისმა წარმომადგენელმა ზაზა ჩხიტუნიძემ და მოითხოვეს შპს ,,აგროტექსერვისის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,აგროტექსერვისს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 აპრილის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

37-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურას, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ ზ/აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე გაკოტრების მმართველად დანიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.  შპს ,,აგროტექსერვისის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო.)

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www. Tcc.gov.ge.  

3.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი