საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/198
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2015
matsne.gov.ge 1,098 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 02.08.2018 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 18.09.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 02.04.2018 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 13.08.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/198 2015 წლის 22 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი  არის  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და  სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკის გატარებას, ავტომატიზაციის სისტემის (ელექტრონული სერვისების) დანერგვას,  განვითარებას და ტექნიკურ მხარდჭერას. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები: 1. დეპარტამენტის ამოცანებსა და ფუნქციებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  განეკუთვნება: ა) სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის განსაზღვრა და მის საფუძველზე ერთიანი პოლიტიკის გატარება; ბ) სამინისტროს ინფორმაციული პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მოთხოვნებისა და ამოცანების განსაზღვრა; გ)  განსაზღვრული მოთხოვნებისა და ამოცანების მიხედვით საჭირო ახალი პროგრამული სისტემებისა და პროდუქტების შექმნა; დ) სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების  ერთიან ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია; ე) სამინისტროს მონაცემთა ცენტრის (სასერვერო ცენტრის), ინფორმაციის საცავისა და პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების)  დაგეგმარება, განხორციელება, დანერგვა, მაღალი მდგრადობის უზრუნველყოფა და შემდგომი მხარდაჭერა; ვ) პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების)  დანერგვის პროცესების მართვა და მათი განვითარების უზრუნველყოფა; ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; თ) პროგრამული (ელექტრონული სერვისების)   და საინფორმაციო სისტემების (სასერვერო ცენტრის)  ოპტიმიზაცია და ამისათვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია; ი) პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების) ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის კონტროლი; კ) პროგრამულ სისტემებსა (ელექტრონულ სერვისებსა)   და საიფორმაციო საცავებში განთავსებული ინფორმაციის მთლიანობისა და დაცულობის კონტროლი; ლ) პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების) მომხმარებელთა სწავლება/გადამზადების ორგანიზებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, სისტემების დანერგვისა და შემდეგ ეტაპზე მისი ათვისების ხელშეწყობის მიზნით; მ) სამინისტროს პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების)   ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება,  განხორციელება და კონტროლი; ნ) მართვის, დაგეგმვისა და აღსრულების პროცესების სისტემატიზაცია და ცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ო) სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების წარმოების პოლიტიკის გატარება; პ) ქვეყნის მასშტაბით IT ინოვაციური პროექტების ტექნიკურ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში, მათთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების განვითარებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე არსებული სისტემების მოდიფიკაციისა და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისათვის საჭირო რეკომენდაციების მიწოდება    (მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევის, ტექნოლოგიების,  საჭირო ტექნიკის,  პროგრამული პროდუქტებისა და სხვა დამატებითი საშუალებების შესყიდვის დაგეგმარებისა და  პროექტების განხორციელების მიზნით); რ) სამინისტროში როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში. 2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებს, უსახავს შესაბამის ამოცანებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვას; დ) კონტროლს უწევს საიდუმლოების დაცვის ნორმების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების სრულფასოვან შესრულებაზე; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებებულებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას; თ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების  გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას; ე) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოვალეობებს; ვ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 5. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციური მოვალეობები: 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) პროგრამული განვითარების სამმართველო. 2. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების)  ექსპლუატაციის კონტროლი; ბ) პროგრამული სისტემების (ელექტრონული სერვისების)   ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებში მონაწილეობის მიღება; გ) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების კონტროლი. დ) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს/სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო - საკომუნიკაციო საშუალებების გამართული, საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა; ე) ლოკალური  ქსელებისა და სერვერული სისტემების ადმინისტრირება; ვ) გლობალური ქსელის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გათვალისწინებით; ზ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან; თ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა, აღდგენის გეგმის მომზადება და პერიოდული ტესტირება; ი) სასერვერო ცენტრების (მთავარი და სარეზერვო) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; კ) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომა იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო და ანალიტიკური უზრუნველყოფა; ლ) ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით შეტყობინების რეგისტრაცია, პირველადი ანალიზი და შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა; მ) შესაბამისი მომხმარებლების რეგისტრაცია (რეგისტრაცია სისტემებში, ლოკალურ ქსელში ჩართვა, ელექტრონული ფოსტითა და ციფრული სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა); ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კომპიუტერული  მარაგების დაგეგმვა, განაწილება და ტექნიკური მხარდაჭერა, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა. 3. პროგრამული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიზი და განვითარების პერსპექტივების დაგეგმვა; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ამოცანების ანალიზი და განსაზღვრა; გ) ელექტრონული სერვისებისა და  ავტომატიზაციის სისტემების სპეციფიკაციების,  არქიტექტურის შემუშავება; დ) ავტომატიზებული სისტემების (ელექტრონული სერვისების) ფუნქციონირების ანალიზი; ე) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მოდერნიზაცია, ტექნიკური ტესტირება, დოკუმენტირება; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა; ზ) პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების ანალიზი და  აღმოფხვრა; თ) კორპორატიული პორტალის(ინტრანეტის) შექმნა და განვითარება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს  ვებ-გვერდების დიზაინის და სტრუქტურის კორექტირება; კ) შიდა და გარე მოხმარების ვებ-აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფა; ლ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა პროცესების სტანდარტების შემუშავება და დანერგვის კოორდინაცია; 4. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.