მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016483
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,101 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 31.12.2015 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 92% 15.07.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 23.02.2021 №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 21.01.2026 №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №68 2015 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესი დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართვის ფორმა“ №2 დანართის, ,,მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ფორმა“ №3 დანართის, ,,მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმა“ №4 დანართის, ,,ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე სრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის ფორმა“ №5 დანართის, ,,ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის ფორმა“ №6 დანართის, ,,პენიტენციური დაწესებულებიდან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსათვის მსჯავრდებულის შესახებ გასაცემი ინფორმაციის ფორმა“ №7 დანართის და ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე მსჯავრდებულის თანხმობის ფორმა“ №8 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებზე: ა) №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ბ) №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი №1 მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესი მუხლი 1🔗.  თანამშრომლობის სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა (შემდგომში – დეპარტამენტი) და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შორის კოორდინირებული საქმიანობის საფუძვლებს, პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა ხორციელდება დაწესებულების ადმინისტრაციის, სააგენტოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომში – პრობაციის ბიურო) და სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. მუხლი 2🔗. კოორდინირებული საქმიანობის პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობები 1. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე 3 თვით ადრე წერილობით მიმართოს სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს, დაწესებულების გარეთ ამ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე. 2. დაწესებულების ადმინისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, სრულწლოვანი მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით (დანართი №5), ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის წერილობითი თანხმობით (დანართი №6) მიმართავს სააგენტოს ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე. 3. დაწესებულების მიმართვა (დანართი №2) მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) დაწესებულების მიმართვის საფუძველი; ბ) მსჯავრდებულის შესახებ ზოგადი დემოგრაფიული მონაცემები; გ) ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ; დ) ინფორმაცია მსჯავრდებულის ოჯახის შესახებ; ე) დაწესებულების დასახელება, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს; ვ) მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების თარიღი; ზ) დარჩენილი სასჯელის ვადა და სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი; თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის საქმის განხილვის სავარაუდო თარიღი; ი) დაწესებულებაში მსჯავრდებულთან მომუშავე სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; კ) დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები; ლ) ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მსჯავრდებულის ოჯახის შეფასებისას სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. 4. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას დაწესებულების ადმინისტრაცია გადაიტანს მსჯავრდებულის დახასიათების ფორმაში, რომელიც წარედგინება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით. 5. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის დასრულებამდე 3 თვით ადრე წერილობით მიმართოს (დანართი №2) პრობაციის შესაბამის ბიუროს (მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), დაწესებულების გარეთ იმ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ განსაზღვრული აქვს პირობითი მსჯავრი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის გათავისუფლება ხდება პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად). 6. დაწესებულების ადმინისტრაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, სრულწლოვანი მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით (დანართი №5), ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის წერილობითი თანხმობით (დანართი №6) მიმართავს პრობაციის შესაბამის ბიუროს (მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების მომართვას თან ერთვის ამონაწერი (დანართი №7) მსჯავრდებულის სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმარების დოკუმენტიდან/პირადი საქმიდან, რომელშიც აღინიშნება: ა) დაწესებულებიდან მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის გაცემის საფუძველი; ბ) მსჯავრდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში); გ)  დაწესებულების დასახელება, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს; დ) მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების თარიღი; ე) სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი; ვ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთან მომუშავე სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; ზ) დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები; თ) მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში ჩატარებული სარეაბილიტაციო მომსახურებები; ი) მსჯავრდებულის დამოკიდებულება დანაშაულთან მიმართებაში; კ) საკუთარი თავისადმი ან/და სხვა პირისადმი ზიანის რისკის შეფასება; ლ) გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულის გეგმები და მოლოდინები; მ) მსჯავრდებულის ინტერესები. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ამონაწერს თან ერთვის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ცნობა - ფორმა №IV – 100ა, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (დანართი №8). 9. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პრობაციის ბიუროში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) გადააგზავნოს  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 3🔗. კოორდინირებული საქმიანობის პროცესში სააგენტოსა და პრობაციის ბიუროს მოვალეობები 1. დაწესებულებიდან სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოში მიმართვის შესვლის შემდეგ, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი მომართვას გადასცემს სოციალურ მუშაკს, რომელიც ვალდებულია მსჯავრდებულის ოჯახსა და სოციალურ გარემოში არსებული რისკ-ფაქტორების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, მსჯავრდებულის ოჯახში განახორციელოს მინიმუმ 1 ვიზიტი. 2. სააგენტოს სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებასა და საჭიროებების განსაზღვრას ახორციელებს დადგენილი ფორმის (დანართი №3) მიხედვით. 3. სააგენტოს სოციალური მუშაკი ოჯახის შეფასების დაწყებამდე, მსჯავრდებულის ოჯახს აცნობს შეფასების მიზანს,  განუმარტავს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე ოჯახში არსებული მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისთვის შეტყობინების აუცილებლობას, რის თაობაზეც ფორმდება  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს სოციალური მუშაკი, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი/ოჯახის სრულწლოვანი წევრი და დამსწრე პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. შეფასების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის დოკუმენტი იგზავნება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში. 5. პრობაციის ბიუროში შესულ, ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პრობაციის ბიუროს უფროსი გადასცემს პრობაციის ოფიცერს, რომელიც მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების მიზნით, მუშაობის პროცესში ჩართავს სააგენტოს შესაბამის სოციალურ მუშაკს. 6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზანს წარმოადგენს  მსჯავრდებულის  რეინტეგრაციისათვის ოჯახის მომზადება. 7. მსჯავრდებულის ოჯახის შეფასების პროცესში (დანართი №3) სააგენტოს სოციალური მუშაკი ძირითად აქცენტს აკეთებს  შემდეგ საკითხებზე: ა)  ოჯახის  სოციალური გარემოს მზაობა მსჯავრდებულის  დაბრუნების მიმართ; ბ) ოჯახის წევრთა დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ; გ) გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის თავშესაფრის არსებობა; დ)  მსჯავრდებულზე დამოკიდებული პირების საჭიროებები;  ე) გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის და/ან მისი ოჯახის წევრების სავარაუდო შემოსავლის წყარო; ვ) სარეაბილიტაციო მომსახურებების რესურსები და მათი ხელმისაწვდომობა გათავისუფლების შემდეგ. 8. სააგენტოს სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქმის მწარომებელ პრობაციის ოფიცერს.