„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.112.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 22 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne.gov.ge, 29.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: (010250020.35.112.016168) შეტანილ იქნეს ცვლილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 139. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)

1. საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, აუნაზღაურდეთ საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები და განისაზღვროს ზღვრული ოდენობა თვეში 600 (ექვსასი) ლარი.

 2. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს ყოველი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან დაექვითოს ანაზღაურება  შემდეგი ოდენობით:

ა) საკრებულოს გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

გ) საკრებულოს ფრაქციის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

დ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ამომრჩეველთა მიღების დღის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილეგელა კილაძე