აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/521 -(შპს "ტყის ნობათი"-ს კრედიტორთა კრების გადადების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/521
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

    საქმე   2/ 521

 

 

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

21 მაისი, 2015 წელი                                                                  ქ. ქუთაისი

 

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

      

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

 

1. შპს ,,ტყის ნობათის”  (ს/კ 247861149)  კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2015 წლის 28 მაისს 17:00 საათზე.

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 

   სხდომის თავმჯდომარე :                              / გენადი მაკარიძე/

 

 

სხდომის მდივანი :                                      / ნოდარი გიორგიძე /