კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება 2/104

2015 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).

 გენერალური დირექტორი                                                                  ნიკოლოზ ანთიძე

 

 

 

 

 

 

 

  დანართი

N

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.                    

 

 

 

საცხოვრებელი სახლი

 

ქ. ბორჯომი,

მერაბ კოსტავას

 ქ. №29

 

 

არქიტექტურის

ქალაქთმშენებ-ლობის

 

XX დასაწყისი

2.                    

 

 

 

ილია წინამძღვრიშვი-ლის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინამძღვრიანთკარი

 

არქიტექტურის, მემორიალური

 

XIX საუკუნის 60-იანი წლები

3.                    

 

 

 

წმ. ნიკოლოზის ეკლესია

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მირონწმინდა

დგას სოფლის აღმოსავლეთ განაპირას, სასაფლაოზე

 

არქიტექტურის

 

X საუკუნე

XV ს. XIX ს.

4.                    

 

 

 

ღვთისმშობლის ეკლესია

 

მცხეთა-მთიანეთის მხარის, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ცხვარიჭამიის თემი, სოფ. კევლიანი

 

არქიტექტურის

 

ადრინდ. ფეოდ. ხანა.