საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილებების მოწონებისა და შესაბამის განაცხადთა განმხილველი კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №929
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილებების მოწონებისა და შესაბამის განაცხადთა განმხილველი კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს, „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №36 განკარგულებით (შემდგომში - განკარგულება) მოწონებულ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი შემდეგი ცვლილება:
ა) კანდიდატებთან დასაზუსტებელი შეხვედრების გამართვის ვადად (მე-7 პუნქტი) განისაზღვროს - განაცხადების მიღებიდან 41 კალენდარული დღე;
ბ) მოკლე სიაში შესული კანდიდატების მიერ, პროექტთან დაკავშირებით, საბოლოო წინადადების წარდგენის ვადად (მე-7 პუნქტი) განისაზღვროს - დასაზუსტებელი შეხვედრების დასრულებიდან 30 კალენდარული დღე;
გ) გამარჯვებულის გამოვლენის დაგეგმილ ვადად (მე-8 პუნქტი) განისაზღვროს - არა უგვიანეს საბოლოო წინადადების წარდგენიდან 62-ე დღისა.
2. განკარგულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული, „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შემადგენლობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკური საბჭოს აპარატის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი.