„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2015 წლის 25 მაისი ქ. გორი |
ა) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქ.გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტისs საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად“
ბ) 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონის ფორმაა: ელექტრონული აუქციონი, რომელიც შეიძლება გამოცხადდეს პირობების გარეშე ან პირობებით.“
გ) 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) 1-ლი მუხლის მე-10 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, პრივატიზაციის გეგმას და საწყის საპრივატიზაციო ფასს. ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საკრებულო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება/ცვლილებები საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. აღნიშნული ცვლილება/ცვლილებები წარმოადგენს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის განუყოფელ ნაწილს.“
ე) მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) აუქციონის მონაწილე - პირი რომელიც ამ წესით მოთხოვნილი პირობების დაცვით გაივლის რეგისტრაციას და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებაზე გამოხატავს თანხმობას.“
ვ) მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) სრული საპრივატიზებო საფასური - აუქციონის პროცესში დაფიქსირებული ლოტის შეძენისათვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ.“
ზ) მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) ბიჯი - ქ.გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას.“
თ) მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.“
ი) მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
კ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი;“
ლ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 30%_ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;“
მ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ნ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);“
ო) მე-6 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონში მონაწილეობის მსურველი გადის რეგისტრაციას შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge), სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება მათ.“
პ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველი სისტემაში შედის „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ შესაბამის გრაფაში - „სისტემაში შესვლა“ შეყვანის გზით.“
ჟ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შესაბამის ვებ-გვერდზე აქვს საკუთარი ანგარიში, სადაც შეუძლია ნახოს მის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში, შეიტანოს მასში გარკვეული ცვლილებები.“
რ) მე-7 მუხლის 1-ელ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება შესაბამის ვებ-გვერდზე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-6 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.”
ს) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.“
ტ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„8. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან აღადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.“
უ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ფ) მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ქ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონატორი ვალდებულია, შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების მოწმობა შეძენილ ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა ვალდებულებების შესრულების პირობით).“
ღ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ყ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, განვადების საფასურის გადახდის დოკუმენტი (ინვოისი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხაზე, გადამხდელზე, თანხის მიმღების დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით.“
შ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს. პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში განვადების საფასურსაც. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს.“
ჩ) მე-11 მუხლის მე-8 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დათქმულ დროში სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.“
ც) მე-11 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.“
ძ) მე-11 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
წ) მე-12 მუხლის 1-ელ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პირობების გარეშე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, დადგენილ ვადებში უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არ გადაიხდის ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე, შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.“
ჭ) მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს.
ხ) მე-20 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|