„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№270
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.001.525
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 16/07/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზენაეს სასამართლოში იქმნება უზენაესი სასამართლოს აპარატი.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი;“;

ბ.ბ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;“;

ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეს და დამხმარე მოსამსახურეს.“.

5. მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№270_რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №270. სარეგისტრაციო კოდი — 110.040.000.04.001.001.525.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №270, 30.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.001.525 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28534/