შეთანხმება საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 02.09.2010
ძალაში შესვლა 25.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №16/19
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2015
matsne.gov.ge 2,187 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.09.2010 მიღება
25.05.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 29.01.2026 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 23.04.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წყალტუბოს კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 21.10.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 06.03.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 19.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმება საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ წინამდებარე შეთანხმების მხარეები, აღნიშნავენ რა გაერთიანებული ერების ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC), როგორც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) ზედამხედველის წვლილს კორუფციასთან ბრძოლის საკითხში; ითვალისწინებენ საერთაშორისო დონეზე გაწეულ მოსამზადებელ სამუშაოებს და განსაკუთრებით, ავსტრიის სახელმწიფოს მიერ  UNODC-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ არსებით ზომებსა და  სხვა დამფუძნებელ მხარეთა წვლილს საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (აკადემიის)  დაარსების საქმეში და აკადემიისათვის მათ მხარდაჭერას; აღნიშნავენ რა მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ინიციატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (INTERPOL) მიერ მიღებულ ზომებსა და გაწეულ განგრძობად მხარდაჭერას; აღნიშნავენ რა ამ საერთო მისწრაფებისადმი თაღლითობასთან ბრძოლის ევროპული ბიუროსა (OLAF) და სხვა მონაწილეთა მნიშვნელოვან მხარდაჭერას; უსვამენ რა ხაზს ამ ინიციატივის გლობალურ და ყოვლისმომცველ ხასიათსა და გეოგრაფიული  მრავალფეროვნებისადმი სწრაფვის მნიშვნელობას; ითვალისწინებენ რა გლობალურ და რეგიონალურ დონეებზე ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისას თანამშრომლობის მნიშვნელობას UNCAC-ისა და სხვა რელევანტური საერთაშორისო ინსტრუმენტების მხარდაჭერის მიზნით; იზიარებენ რა საერთო მიზნებს, ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების,  როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების, განვითარებასთან მიმართებით; აღნიშნავენ რა, რომ ანტიკორუფციული განათლება, პროფესიული ტრეინინგები და კვლევები   ამგვარი დახმარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების არსებითი შემადგენელი კომპონენტებია; სურთ რა, ხელი შეუწყონ მათ ერთობლივ მიზნებს მრავალმხივი შეთანხმების საფუძველზე აკადემიის დაფუძნებით, რომელიც ღიაა გაეროს წევრი სახელმწიფოებისათვის და მთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის (საერთაშორისო ორგანიზაციები) და იწვევენ მათ,  გააერთიანონ მათი ძალისხმევა და გახდნენ აღნიშნული შეთანხმების მხარეები; პასუხობენ რა ავსტრიის რესპუბლიკის წინადადებას, უმასპინძლოს აკადემიას ვენასთან ახლოს, ლექსენბურგში; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I დაფუძნება და სტატუსი 1. წინამდებარე შეთანხმებით ფუძნდება აკადემია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია. 2. აკადემიას ექნება სრული საერთაშორისო სამართალსუბიექტობა. 3. აკადემიას, inter alia, ექნება სამართლებრივი ქმედუნარიანობა შემდეგ სფეროებში: ა. დადოს ხელშეკრულება; ბ. შეიძინოს და განკარგოს უძრავ-მოძრავი ქონება; გ. სამართალწარმოებაში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ; დ. თავისი მიზნებისა და საქმიანობის შესასრულებლად განახორციელოს სხვა აუცილებელი  ღონისძიება. 4. აკადემია მოქმედებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. მუხლი II მიზანი და საქმიანობა 1. აკადემიის მიზანია კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ეფექტური და მოქმედი ღონისძიებების ხელშეწყობა შემდეგი საშუალებებით: ა. ანტიკორუფციული განათლებისა და პროფესიული ტრეინინგების უზრუნველყოფით; ბ. კორუფციის ყველა ასპექტის კვლევის დაწყებითა და ხელის შეწყობით; გ. კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის ტექნიკური დახმარების სხვა რელევანტური ფორმების უზრუნველყოფით; დ. კორუფციასთან ბრძოლის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ქსელური მუშაობის ხელშეწყობით. 2. აკადემიის საქმიანობა მოიცავს აკადემიური თავისუფლების პრინციპს, უმაღლეს აკადემიურ და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნასა და  კორუფციის ფენომენის მიმართ ყოვლისმომცველი და დისციპლინათაშორისი საშუალებების გამოყენებას კულტურული მრავალფეროვნების, გენდერული თანასწორობისა და გლობალურ და რეგიონალურ დონეებზე კორუფციის დარგში არსებული უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით.  მუხლი III ადგილსამყოფელი 1. აკადემიასა და ავსტრიის რესპუბლიკას  შორის შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით,  აკადემიის ადგილსამყოფელია ლექსემბურგი, ავსტრია. 2. აკადემიას, თავისი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეუძლია დაარსოს დაწესებულებები სხვა ტერიტორიაზეც. მუხლი IV ორგანოები აკადემიას აქვს შემდეგი ორგანოები: ა. მხარეთა ასამბლეა, შემდგომში, „ასამბლეა“; ბ. მმართველთა საბჭო, შემდგომში, „საბჭო“; გ. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო; დ. აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო; ე. დეკანი მუხლი V მხარეთა ასამბლეა 1. ასამბლეა ასრულებს წინამდებარე შეთანხმების მხარეთა შორის აკადემიის ერთობლივი პოლიტიკისა და ხსენებული შეთანხმების მიზნებისათვის საინტერესო სხვა საკითხთა შესახებ საკონსულტაციო ფორუმის ფუნქციას; 2. ასამბლეა შედგება მხარეთა წარმომადგენლებისაგან. თითოეული მხარე ასამბლეის წევრის ფუნქციის შესასრულებლად ნიშნავს წარმომადგენელს. ასამბლეის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. 3. ასამბლეა: ა. იღებს აკადემიის პოლიტიკასა და მმართველობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს საბჭოს მიერ განსახილველად; ბ. ამტკიცებს აკადემიის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს, საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადების შესაბამისად; გ. მონაწილეობს აკადემიისათვის ფინანსური სახსრების მოძიებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში XI  მუხლის შესაბამისად; დ. ირჩევს საბჭოს წევრებს VI მუხლის შესაბამისად; ე. იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრების დათხოვნის შესახებ ორი მესამედის უმრავლესობით; ვ. Inter alia,  მიმოიხილავს აკადემიის საქმიანობათა პროგრესს საბჭოს ანგარიშებზე დაყრდნობით; ზ. ამტკიცებს საერთაშორისო შეთანხმებებს; თ. ამტკიცებს დაწესებულებების სხვა ტერიტორიაზე დაარსებას. 4. ასამბლეა იკრიბება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. ასამბლეა ამტკიცებს საკუთარ საპროცედურო წესებსა და ირჩევს თანამდებობის პირებს, პრეზიდენტისა და ორი ვიცე-პრეზიდენტის ჩათვლით. საბჭოს წევრებსა და დეკანს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ასამბლეის სხდომებში ხმის უფლების გარეშე. მუხლი VI მმართველთა საბჭო 1. აკადემიას ხელმძღვანელობს თერთმეტი წევრისაგან შემდგარი მმართველთა საბჭო. ცხრა წევრს, მათი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, ირჩევს ასამბლეა. გარდა ამისა, UNODC და ავსტრიის რესპუბლიკა ნიშნავენ თითო-თითო წევრს. წევრები საბჭოში საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებენ ექვსი წლის მანძილზე და მათი ხელახლა არჩევა/დანიშნვა დასაშვებია არა უმეტეს ერთი დამატებითი ვადით. პირველი არჩევნების შედეგად საბჭოს ხუთი წევრი აირჩევა მხოლოდ სამი წლის ვადით. 2. საბჭო: ა. იღებს გადაწვეტილებას აკადემიის საქმიანობის სტრატეგიის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ; ბ. ამტკიცებს აკადემიის სახელმძღვანელო წესებს, ფინანსური რეგულაციებისა და თანამშრომელთა წესების ჩათვლით; გ. ნიშნავს დეკანს ოთხწლიანი განახლებადი ვადით, აფასებს მის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში, ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან; დ. საჭიროების ფარგლებში, აფუძნებს მრჩეველთა საბჭოებს და ირჩევს მათ წევრებს; ე. ირჩევს უფროს მრჩეველთა საბჭოსა და აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრებს, მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილებისა და გენდერული თანასწორობის  გათვალისწინებით; ვ. აკადემიის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს  დასამტკიცებლად წარუდგენს ასამბლეას; ზ. ნიშნავს დამოუკიდებელ გარეშე აუდიტორს; თ. ყოველწლიურად ამტკიცებს აკადემიის ანგარიშების აუდიტირებულ მონაცემებს; ი. ატყობინებს ასამბლეას აკადემიის საქმიანობის პროგრესის შესახებ; კ. განიხილავს ასამბლეის აკადემიის პოლიტიკასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს; ლ. აკადემიის ფინანსური რესურსების უზრუნველსაყოფად და დეკანის ღონისძიებების ეფექტურობის მხარდასაჭერად ამტკიცებს სტრატეგიებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს; მ. განსაზღვრავს აკადემიის აკადემიურ საქმიანობებში მონაწილეობაზე დაშვების პირობებს; ნ. მუხლი XIII–ს შესაბამისად, ამტკიცებს თანამშრომობის დაფუძნებას; ო. ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგებს საერთაშორისო შეთანხმებებს; პ. დეკანის მიერ წარდგენილ ანგარიშებზე დაყრდნობით აფასებს აკადემიის საქმიანობას და ამასთან დაკავშირებით, აკეთებს რეკომენდაციებს.   3. საბჭო იკრიბება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ აკადემიის ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე და თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭო ამტკიცებს საკუთარ საპროცედურო წესებსა და ირჩევს თანამდებობის პირებს, თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის ჩათვლით. ასევე, თუ ეს აუცილებელია აკადემიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, აფუძნებს კომიტეტებს. მუხლი VII უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო 1. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო (ISAB), შედგება გამოჩენილი პიროვნულობისა და აკადემიის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა წარმომავლობის გამორჩეულ რწმუნებათა მქონე თხუთმეტი წევრისაგან. მისი ფუნქციაა საბჭოსთვის რჩევების მიცემა. 2. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ფუნქციაა, გავლენა მოახდინოს აკადემიის საქმიანობაზე და წარმოადგინოს რჩევები და მოსაზრებები აკადემიის მიზნებთან დაკავშირებული უმაღლესი სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების გზებთან დაკავშირებით. 3. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებენ ექვსი წლის მანძილზე და დასაშვებია მათი ხელახლა არჩევა. პირველი არჩევნების შედეგად უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს შვიდი წევრი აირჩევა მხოლოდ სამი წლის ვადით. 4. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო ხვდება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თითოეულ წევრს  აქვს ერთი ხმა. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო ამტკიცებს საკუთარ საპროცედურო წესებსა და ირჩევს თანამდებობის პირებს, თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის ჩათვლით. 5. უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს შეუძლია  უფროს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში ასარჩევად რეკომენდაცია გაუწიოს  პიროვნებებს, რომლებიც  1-ელ პარაგრაფში მოცემულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. მუხლი VIII აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო 1. განათლებასთან, ტრენინგებსა და კვლევასთან დაკავშირებულ რჩევებს საბჭოს  აძლევს აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო (ISAB), რომელიც შედგება გამოჩენილი აკადემიური პიროვნულობის  მქონე თხუთმეტი წევრისაგან , რომლებიც უნდა იყვნენ ანტიკორუფციული პრაქტიკის, ტრენინგისა და კვლევის და/ან სისხლის სამართლისა და წინამდებარე შეთანხმების, ისევე, როგორც აკადემიისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა სფეროებთან დაკავშირებული  უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტები. 2. აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებენ ექვსი წლის მანძილზე და დასაშვებია მათი ხელახლა არჩევა. პირველი არჩევნების შედეგად აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს შვიდი წევრი აირჩევა მხოლოდ სამი წლის ვადით. 3. აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო იკრიბება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თითოეულ წევრს  აქვს ერთი ხმა. აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო იღებს საკუთარ საპროცედურო წესებსა და ირჩევს თანამდებობის პირებს, თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის ჩათვლით. 4. აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს შეუძლია  აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში ასარჩევად რეკომენდაცია გაუწიოს  პიროვნებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ 1-ელ პარაგრაფში მოცემულ კრიტერიუმებს. მუხლი IX დეკანი 1. დეკანი პასუხისმგებელია აკადემიის ყოველდღიურ მართვასა და მის არსობრივ პროგრამაზე. დეკანი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. 2. დეკანი: ა. წარმოადგენს აკადემიას   საგარეო ურთიერთობებში; ბ. უზრუნველყოფს აკადემიის სათანადო ადმინისტრირებას, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური მენეჯმენტის ჩათვლით; გ. საბჭოს მიერ განსახილველად და ასამბლეის მიერ დასამტკიცებლად ამზადებს აკადემიის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს. სამუშაო პროგრამა უნდა მოიცავდეს კვლევის პრიორიტეტულ საკითხებს, ტრენინგთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და სამუშაო მექანიზმების განვითარებას. დ. ახდენს სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის იმპლემენტაციას. ე. საბჭოს წარუდგენს აკადემიის საქმიანობის ამსახველ წლიურ და რიგგარეშე ანგარიშებს, აკადემიის ანგარიშების წლიური აუდიტირებული მონაცემების ჩათვლით; ვ. წარმოადგენს თანამშრომლობის დაფუძნებასთან დაკავშირებულ წინადადებებს XIII მუხლის შესაბამისად; ზ.კოორდინირებას უწევს  აკადემიის, წინამდებარე შეთანხმების მხარეებისა და სხვა საერთაშორისო და ეროვნული დაწესებულებების, სააგენტოებისა და თანასაზოგადოებების მუშაობას ასამბლეისა და საბჭოს რელევანტური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, ისევე, როგორც საერთაშორისო უფროს მრჩეველთა და აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოების რჩევების გათვალისწინებით. თ. აკადემიის სახელით დებს კონტრაქტებსა და შეთანხმებებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს  საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით,  საბჭოს მიერ მათი შემდგომი განხილვისა და ასამბლეის მიერ დამტკიცების მიზნით; ი. აკადემიისათვის აქტიურად მოიძიებს  სათანადო დაფინანსებასა და საბჭოს რელევანტური სტრატეგიის, სახელმძღვანელო პრინციპებისა და ფინანსური რეგულაციების შესაბამისად, აკადემიის სახელით იღებს ნებაყოფლობით შენატანებს; კ. კისრულობს სხვა ვალდებულებებსა ან საქმიანობებს, როგორც ეს შეიძლება განსაზღვრული იყოს საბჭოს მიერ. მუხლი X აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები 1. აკადემია ცდილობს, მიიწვიოს და შეინარჩუნოს უმაღლესი შესაძლებელი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები. 2. ეფექტურობისა და რენტაბელობის მაქსიმიზაციის მიზნით, აკადემია შეიმუშავებს გეგმას და დებს შესაბამის შეთანხმებებს ნახევარგანაკვეთიანი ან მიწვეული აკადემიური თანამშრომლების მისაღებად და წაახალისებს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და სხვა რელევანტურ დაწესებულებებს, რათა მათ განიხილონ აკადემიისათვის თანამშრომლების მიწოდების შესაძლებლობები, თანამშრომელთა მივლინების ჩათვლით. მუხლი XI აკადემიის დაფინანსება 1. მიუხედავად მიზნისა, აკადემია ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს, აკადემიის რესურსები მოიცავს შემდეგს: ა. შეთანხმების მხარეთა ნებაყოფლობით შენატანებს; ბ. კერძო სექტორისა და სხვა დონორთა ნებაყოფლობით შენატანებს; გ. სწავლის საფასურს, ტრენინგის, სემინარის და ტექნიკური დახმარების გადასახადს, პუბლიკაციისა და სხვა მომსახურების ანაზღაურებას; დ. ამგვარი შენატანებისაგან დაგროვილ შემოსავლებს, გადასახადებს, ანაზღაურებებსა და სხვა შემოსავლებს ფონდებისა და შემოწირულობების ჩათვლით. 2. აკადემიის ფისკალური წელი გრძელდება 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 3. მუხლი VI–ს მე-2 პარაგრაფის ბ ქვეპარაგრაფის შესაბამისად, საბჭოს მიერ მიღებული ფინანსური რეგულაციების დაცვით, აკადემიის ანგარიშები დაექვემდებარება  ყოველწლიურ დამოუკიდებელ საგარეო აუდიტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ლეგიტიმურობის უმაღლეს სტანდარტებს. 4. წინამდებარე შეთანხმების მხარეები წახალისებულნი არიან, ჩაერთონ სახსრების მოძიებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, მათ შორის, გაერთიანებული დონორული კონფერენციების ორგანიზების ჩათვლით. მუხლი XII კონსულტაცია და ინფორმაციის გაცვლა 1. წინამდებარე შეთანხმების მხარეები, ასამბლეის შეხვედრებზე ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში, სხვა დროს,  ხსენებული შეთანხმების ფარგლებში მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ინტერესის საგნის ირგვლივ, უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას და აწარმოებენ კონსულტაციებს. 2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები და ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლა ხორციელდება თითოეული მხარის ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ შესაბამისი წესების თანახმად და ექვემდებარება შეთანხმებას, რომლის დადებაც შეიძლება გადაწყვიტონ მხარეებმა, გასაცვლელი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის, შეზღუდული ხასიათისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. თითოეული ასეთი შეთანხმება შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების დასრულების შემდეგაც და კონკრეტულ მხარესთან მიმართებაში, მისი წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში. მუხლი XIII თანამშრომლობა აკადემია უფლებამოსილია, დაიწყოს თანამშრომლობა სახელმწიფოებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ აკადემიის მუშაობას. მუხლი XIV პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. აკადემია, ასამბლეის, საბჭოს, საერთაშორისო უფროს მრჩეველთა და აკადემიურ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოების წევრები, დეკანი, თანამშრომლები და ექსპერტები სარგებლობენ აკადემიასა და ავსტრიის სახელმწიფოს შორის შეთანხმებით განსაზღვრული იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით. 2. სათანადო პრივილეგიებისა და იმუნიტეტების უზრუნველყოფის მიზნით, აკადემიას შეუძლია დადოს შეთანხმება სხვა სახელმწიფოებთან. მუხლი XV პასუხისმგებლობა წინამდებარე შეთანხმების მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, აკადემიის ვალებზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა ვალდებულებებზე; ამგვარი შინაარსის განცხადებას უნდა შეიცავდეს აკადემიის მიერ XIV მუხლის საფუძველზე  დადებული თითოეული შეთანხმება. მუხლი XVI ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების მხარეთა თანხმობით. შეტყობინება ამგვარი თანხმობის შესახებ  უნდა გადაეცეს დეპოზიტარს წერილობითი ფორმით. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ შეთანხმების ყველა მხარის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ, ან მხარეთა მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში. მუხლი XVII გარდამავალი დებულებები 1. მხარეები ითვალისწინებენ აკადემიის საწყის საქმიანობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც მოცემულია 2010 წლის 29 იანვრის მემორანდუმში საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის ლექსემბურგში, ავსტრიაში, დაარსების შესახებ  და თანხმდებიან დაიცვან ისინი აკადემიის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების სრულად ამოქმედებამდე. 2. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ზეგავლენას ახდენს აკადემიის დაარსების მიზნებისა და საწყისი მოქმედებებიდან გამომდინარე  ვალდებულებებზე, ან, რომლებიც ქმნიან ვალდებულებებს პატრიორებისათვის (UNODC, ასოციაცია „აკადემიის მეგობრები“ ან ავსტრიის რესპუბლიკა) მიღებული უნდა იქნეს საბჭოს მიერ ერთსულოვნად. მუხლი XVIII ძალაში შესვლა და დეპოზიტარი 1. წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად გაეროს წევრი სახელმწიფოებისათვის  (შემდგომში, „სახელმწიფოებისათვის“) და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებისათვის (შემდგომში, „საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის“) 2010 წლის 31 დეკემბრამდე. იგი დაექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. 2. სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ წინამდებარე შეთნხმებისთვის, შეუძლიათ შემდგომში  შეუერთდნენ მას. 3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა სამი სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების, ან შეერთების დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემიდან სამოც დღეში. 4. ყოველი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც მოახდენს წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან შეუერთდება მას მისი ძალაში შესვლის შემდეგ, იგი ამოქმედდება სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების,  ან შეერთების ინსტრუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემიდან სამოც დღეში. 5. წინამდებარე ხელშეკრულების დეპოზიტარია ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი. მუხლი XIX დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა აკადემიასა და შეთანხმების მონაწილე მხარეს შორის, ან შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის ამ შეთანხმების ან ნებისმიერი დამატებითი შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით  ან ნებისმიერი საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს აკადემიაზე ან მხარეების ურთიერთობაზე და რომელიც ვერ გადაწყდა მოლაპარაკებების ან სხვა შეთანხმების საშუალებით, საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სამი არბიტრისაგან შემდგარ  ტრიბუნალს: თითო არბიტრი აირჩევა დავაში მონაწილე მხარეების მიერ, ხოლო მესამე, რომელიც იქნება ტრიბუნალის თავმჯდომარე, უნდა აირჩეს ამ პირველი ორი არბიტრის მიერ. თუ დავის ერთ-ერთი მხარე მეორე მხარის მიერ არბიტრის დანიშვნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან თუ პირველი ორი არბიტრი, მათი დანიშვნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ აირჩევს მესამე არბიტრს, ამგვარი მეორე და მესამე არბიტრი აირჩევა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტის მიერ დავის ნებისმიერი მხარის თხოვნით. მუხლი XX შეთანხმებიდან გასვლა 1. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ მხარეს შეუძლია გავიდეს შეთანხმებიდან დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის საფუძველზე. ამგვარი გასვლა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ. 2. წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა მხარეს არ ზღუდავს, ამცირებს ან ახდენს სხვაგვარ გავლენას  მის მიერ შეთანხმებიდან გასვლის ძალაში შესვლამდე გაღებულ შენატანებზე. მუხლი XXI შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა 1. შეთანხმების მხარეებს, ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე, დეპოზიტარისთვის შეტყობინების გზით, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ წინამდებარე შეთანხმება და მოახდინონ აკადემიის ლიკვიდაცია. აკადემიის მიერ თავისი სამართლებრივი ვალდებულებების გადახდის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი აქტივის განკარგვა მოხდება ასამბლეის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიხედვით. 2. ამ შეთანხმების დებულებები ძალაში დარჩება მისი შეწყვეტის შემდეგ იმდენად რამდენადაც საჭირო იქნება ქონების დროულად განკარგვისა და ანგარიშების გასწორებისათვის. შესრულებულია ქ. ვენაში, 2010 წლის 2 სექტემბერს არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.