ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2015
ძალის დაკარგვა 15.04.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13/15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.03.2011
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/15
2015 წლის 28 მაისი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 52 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყოველთვიურად, ტევადობისა და სახეობის მიხედვით განისაზღვროს:
1.
8-დან 24 კაცის ჩათვლით ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარი თვეში.
2.
24 კაცისა და მეტი ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებისათვის 15 (თხუთმეტი) ლარი თვეში.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი, (დანართი №2).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს თანდართული ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ქულა (დანართი №3).
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილება.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდეგში – წესი) აწესრიგებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესს და ადგენს სანებართვო პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
„ნებართვა“ – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ამ წესით განსაზღვრული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ)
„სანებართვო მოწმობა“ – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი, მკაცრი აღრიცხვის საბუთი;
გ)
„ნებართვის მაძიებელი“ – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
დ)
„ნებართვის გამცემი“ – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;
ე)
„უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე;
ვ)
„ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ზ)
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი“ – საფასური ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის;
თ)
„სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ი)
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრის გადაყვანა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტით ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში;
კ)
„მარშრუტი“ – განსაზღვრულ პუნქტებს შორის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენილი მიმართულება, რომელზეც მგზავრთა გადაყვანა ხდება განსაზღვრული პირობებით და დადგენილი მოძრაობის განრიგით;
ლ)
„გადამზიდველი“ – ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს მარშრუტის მომსახურებისათვის საჭირო რაოდენობის ტექნიკურად გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და აქვს მგზავრთა გადაყვანის უფლება (ნებართვა);
მ)
„ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები);
ნ)
„მძღოლი (ოპერატორი)“ – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის და იურიდიული პირების მიერ.
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვება.
მუხლი 3🔗.
ნებართვის ძირითადი მიზანი
1.
ნებართვის ძირითადი მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემისა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისათვის ხელშეწყობა.
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვოდ მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას გასცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – ნებართვის გამცემი), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი საკონკურსო კომისიის (შემდგომში ტექსტში – კომისია) ოქმის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
ნებართვის გაცემის საფუძველი
ნებართვის გაცემის საფუძველია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო მარშრუტებზე კონკურსის წესით გადამზიდველის გამარჯვებულად ცნობის თაობაზე კომისიის ოქმი.
მუხლი 6🔗.
ნებართვის გაცემის პირობები და წესები
1.
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა წარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამარშრუტო სვლა-გეზით დადგენილ მარშრუტებზე.
2.
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
თავი II
კონკურსის მოწყობა
მუხლი 7🔗.
კონკურსის მოწყობის პირობები და წესები
1.
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას.
2.
კონკურსი ცხადდება თითოეულ მარშუტზე ცალ-ცალკე.
3.
კონკურსის ორგანიზატორია საკონკურსო კომისია.
4.
კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
5.
კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას ახდენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური.
6.
კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
7.
კომისია კონკურსს აწყობს საჯაროდ.
8.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
9.
კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 8🔗.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
1.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს:
ა)
საკონკურსოდ გათვალისწინებული მარშრუტების ნომერი, მარშრუტზე მომუშავე (სამუშაო დღეს) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, სახეობა და მუშაობის დაწყება-დამთავრების დრო და ინტერვალი;
ბ)
კონკურსის მოწყობის ადგილი, თარიღი და დრო (განცხადების მიღება მთავრდება განცხადების მიღების ბოლო დღის 17 საათზე);
გ)
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი;
დ)
განაცხადის მიღების ბოლო დღე;
ე)
საკონკურსო კომისიის სრული მისამართი;
ვ)
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები.
2.
კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.
3.
კომისია კონკურსის მოწყობის თარიღამდე არანაკლებ 20 (ოცი) დღით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:
ა)
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ)
ინტერნეტის ქსელით.
4.
გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა)
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ)
განცხადების მიღების მისამართს;
გ)
განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;
დ)
იმ პირის კოორდინატებს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს განცხადება და უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია.
5.
კონკურსის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ მარშუტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ მარშუტზე ცალ-ცალკე.
6.
ნებართვის მაძიებელმა კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ნებართვის მაძიებლის ვინაობას და მისამართს, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ხელმძღვანელის გვარსა და სახელს, ინფორმაციას თუ რომელ მარშუტზე ითხოვს ნებართვას ნებართვის მაძიებელი.
7.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა)
კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები;
ბ)
ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული და კონკურსზე წარსადგენი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების (გამოცდა) გავლის დოკუმენტის ქსეროასლები, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების ასლები.
გ)
დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტევადობა, სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო ნომრები, ხნოვანება (გამოშვების წელი);
8.
ნებართვის მაძიებელთა განცხადების და თანდართული დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენტაცია) მიღებას, მათ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის აღნიშვნით) აწარმოებს კომისია.
9.
დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დოკუმენტაციის მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით.
10.
კონკურსში მონაწილეობაზე განცხადების მიღება წყდება დადგენილ დღეს და საათზე.
11.
ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კონკურსში მონაწილეობაზე წერილობითი ფორმით.
12.
კომისია კონკურსის მოწყობის თარიღამდე ადგენს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან. აღნიშნული პროცედურის დროს მოწმდება:
ა)
სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
ბ)
შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსო პირობებში აღნიშნულ მოთხოვნებს.
13.
ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე მოახდინოს დაშვებული შეცდომების, უზუსტობების გასწორება.
14.
კომისია ნებართვის მაძიებელთა კონკურსში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასალების საჯარო განხილვის მიზნით აქვეყნებს ცნობას, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა)
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების ნომერი და მასზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსზე დაშვებული ნებართვის მაძიებლ(ებ)ის სრული დასახელება;
ბ)
ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობისათვის წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენის ვადების შესახებ;
გ)
კონკურსის მოწყობის თარიღი, დრო და მისამართი.
მუხლი 9🔗.
კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი
კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი ამ წესის მე-8 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტის „ა“, “ბ“, „გ“ ქვეპუნქტებში და მე-8 პუნქტში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია;
ბ) ნებართვის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე სანებართვო სფეროში მიღებული ნებართვის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი;
გ) ნებართვის მაძიებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადებში განცხადების შეტანა კომისიაში;
დ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი;
ე) ნებართვის მაძიებლის მიერ მარშრუტების მომსახურებისათვის საკონკურსოდ წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა, სახეობა, ტევადობა არ შეესაბამება სანებართვო და საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 10🔗.
კონკურსის მოწყობა
1.
კომისიის მუშაობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთაგან შექმნილი მუშა ჯგუფი, რომელიც ადგენს დასკვნას (შეფასებას) კონკურსის პირობებთან ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამისობის შესახებ.
2.
დაუშვებელია ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოდგენა, რომელიც შეფასებულ იქნა სხვა მარშუტზე გამართულ კონკურსში და მასში ნებართვის მაძიებელი გამოვლინდა გამარჯვებულად. დაუშვებელია აგრეთვე კონკურსზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რომელიც წარდგენილია კონკურსზე ნებართვის სხვა მაძიებლის მიერ, ამასთანავე, დაუშვებელია ნებართვის მაძიებელმა სხვადასხვა მარშუტზე წარადგინოს ერთი და იგივე ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3.
კომისიის მიერ ნებართვის მაძიებელი იხსნება კონკურსიდან, თუ კომისია უსაფრთხოების ნორმებთან ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მოხსნის კონკურსიდან ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
4.
კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:
ა)
კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება;
ბ)
წარდგენილი განცხადებებიდან და დოკუმენტაციებიდან არცერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.
მუხლი 11🔗.
კონკურსის შედეგების შეჯამება
1.
კონკურსის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ მარშუტზე ცალ-ცალკე.
2.
საკონკურსო კომისია კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებელს აფასებს №3 დანართის შესაბამისად.
3.
კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის გამარჯვებული გადამზიდველის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის მუშა ჯგუფის წევრთა წერილობითი დასკვნა (შეფასება).
4.
კომისიის ოქმი კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმის ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად.
თავი III
ნებართვის გაცემა
მუხლი 12🔗.
ნებართვის გაცემა
1.
ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულ გადამზიდველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად, საკონკურსო კომისიის ოქმის საფუძველზე.
2.
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ოქმის გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია ნებართვის გამცემს წარუდგინოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის 1 (ერთი) თვის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულზე ნებართვა არ გაიცემა.
3.
ნებართვის მფლობელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. ნებართვის მფლობელს ზედმეტად გადახდილი თანხა უბრუნდება მისი განცხადების საფუძველზე.
4.
იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა კარგავს ძალას.
5.
ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან/და მარშრუტზე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, მარშუტზე ახალი კონკურსის მოწყობამდე, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ სხვა გადამზიდველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
6.
ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 13🔗.
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1.
ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
2.
ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა)
ნებართვის მაძიებელი არ არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო მარშრუტებზე გამართული კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებული;
ბ)
ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში;
გ)
ნებართვის მაძიებელი საკონკურსო კომისიის ოქმის საფუძველზე ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ამ წესით დადგენილ სანებართვო პირობებს;
დ)
ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს ამ სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
3.
უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.
მუხლი 14🔗.
ნებართვის გაცემაზე უარის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ნებართვის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვის გამცემი:
1.
კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას.
2.
აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს.
3.
გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ.
4.
კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას.
5.
მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე.
მუხლი 16🔗.
სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები
სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები მტკიცდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
მუხლი 17🔗.
სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1.
სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2.
განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4.
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი ფასის ოდენობაა 30 (ოცდაათი) ლარი.
5.
ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.
მუხლი 18🔗.
ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1.
ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 12 (თორმეტი) თვის ვადით.
2.
ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.
3.
ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
4.
ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი გაიცემა მერის ბრძანების საფუძველზე.
5.
ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
მუხლი 19🔗.
სანებართვო პირობები
1.
ნებართვის მიმღები ვალდებულია:
ა)
მკაცრად დაიცვას სანებართვო პირობები;
ბ)
უზრუნველყოს მოძრავი შემადგენლობის შენახვისა და ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები;
გ)
შეასრულოს მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესები, აგრეთვე ავტოტრანსპორტზე მოქმედი ინსტრუქციების მოთხოვნები;
დ)
შეასრულოს ნებართვაში აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის (მომსახურების) მოცულობები ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად;
ე)
მუშაკთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;
ვ)
წარუდგინოს ნებართვის გამცემს საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად;
ზ)
დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
თ)
მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური გაშვება აწარმოოს დადგენილი ინსტრუქციების თანახმად. მკაცრად დაიცვას სატრანსპორტო კანონმდებლობით დაწესებული მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პროცესები, უზრუნველყოს ხაზზე გამოშვებული თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სრული ტექნიკური გამართულობა და მოძრაობის უსაფრთხოება;
ი)
უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
კ)
უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლა-გეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (განათებით), არ დაუშვას მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანა. მკაცრად დაიცვას მათი გამოყენების წესები და შეასრულოს ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირების მოთხოვნები;
ლ)
ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;
მ)
უზრუნველყოს მარშრუტის საწყის და საბოლოო გაჩერებებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროული მიწოდება, დგომის წესების, სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ნ)
უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა.
ო)
დაიცვას დადგენილი მარშრუტი;
პ)
არ დაუშვას ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
ჟ)
არ დაუშვას მგზავრთა გადაყვანა ნებართვით გაუთვალისწინებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე იმ საშუალებებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ექსპლუატაციისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს:
რ)
არ განახორციელოს კონსტრუქციული ცვლილებანი ნებართვაში აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე;
ს)
ცუდი ხილვადობისა და ღამის პერიოდში განათებული ჰქონდეს მარშრუტის აღმნიშვნელი ტრაფარეტი;
ტ)
არ გადაიყვანოს ფეხზე მდგომი მგზავრები (გარდა ავტობუსებისა);
უ)
დაიცვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული საკონკურსო პირობები.
2.
ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა)
მარშრუტზე მუშაობისას წინააღმდეგობათა წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას (ავარია, ცუდი საგზაო-კლიმატური პირობები, გზის გადაკეტვა და სხვა), არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს მარშრუტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებული მარშრუტით;
ბ)
შეცვალოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, ტექნიკური პირობების შეუცვლელად. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;
გ)
ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
3.
მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
4.
ნებართვის მფლობელს ეკრძალება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტის დარღვევა გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
5.
მარშრუტებზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.
სავალდებულოა მგზავრობის ღირებულების მაჩვენებლის გამოკვრა თვალსაჩინო ადგილზე.
მუხლი 20🔗.
პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის, ნებართვის გაუქმება
1.
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2.
თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ გონივრულ ვადაში არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.
3.
ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.
4.
ნებართვა შეიძლება გაუქმებულ იქნეს აგრეთვე:
ა)
ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის სხვა პირზე გაცემისათვის;
ბ)
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5.
ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:
ა)
ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ)
ნებართვის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ)
კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა;
დ)
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
6.
ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
7.
ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ორგანოში და ვადებში.
8.
ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ნებართვის მფლობელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში.
9.
სანებართვო მოწმობა გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
10.
სანებართვო მოწმობის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მისი მფლობელი პასუხს აგებს როგორც ნებართვის გარეშე მომუშავე პირი.
მუხლი 21🔗.
ნებართვის მიმღებთა პასუხისმგებლობა
მოცემული წესის შესაბამისად, ნებართვის მიმღები ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 22🔗.
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
1.
უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.
2.
ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3.
უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:
ა)
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის);
ბ)
მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ)
სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.
4.
ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას საკონკურსო კომისიასთან ერთად ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
5.
ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
დანართი №2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი
მუხლი 1🔗.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი (შემდგომში– ნებართვის გაცემის ფასი) არის აუცილებელი გადასახდელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით.
2.
ნებართვის გაცემის ფასის დამტკიცება და ცვლილების შეტანა შედის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციაში. ნებართვის გაცემის ფასის ცვლილება ზეგავლენას არ ახდენს სანებართვო პირობებზე და ნებართვის ვადაზე.
3.
ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი
ნებართვის გაცემის ფასის ოდენობა გამოიანგარიშება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო ტრანსპორტის მარშრუტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე და ნებართვის მოქმედების ვადის თვეების რაოდენობაზე.
მუხლი 4🔗.
ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
1.
ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების უფლების მინიჭებამდე წინასწარ 1 (ერთი) თვის თანხის ოდენობით, ხოლო ერთი თვის შემდეგ ყოველ თვე 1 (ერთი) თვის გადასახდელი თანხის ოდენობით, ყოველი თვის 20 (ოცი) რიცხვამდე.
2.
ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის მიერ წარმოებს ბანკში და მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელის პასუხისმგებლობა
მოცემული წესის შესაბამისად ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელები ვალდებული არიან დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 6🔗.
ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1.
ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნებართვის გაცემის ფასის გადახდისაგან.
დანართი №3
კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ქულა
მუხლი 1🔗.
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემები
ავტოსატრანსპორტო საშუალების ხნოვანება:
ა) 2008-2011 წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 10 ქულა;
ბ) 2004-2007 წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 7 ქულა;
გ) 2004 წლამდე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 1 ქულა.
მუხლი 2🔗.
ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული იერსახე
1.
ძარას ვარგისიანობა:
ა)
ძარა არ არის მექანიკურად დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია – 5 ქულა;
ბ)
ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული – იხსნება კონკურსიდან.
2.
ძარას საფარველის მდგომარეობა:
ა)
საღებავის საფარი არ არის გახუნებული და დაზიანებული – 5 ქულა;
ბ)
საღებავის საფარი გახუნებულია (დაკარგული აქვს პირველადი ფერი) – 2 ქულა;
გ)
ძარას ფერი არ შეესაბამება მანქანის პასპორტში მითითებულ ფერს – იხსნება კონკურსიდან.
3.
ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების მდგომარეობა:
ა)
ძარა კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტებით არ არის დაკომპლექტებული ან/და ეს ელემენტი(ები) დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან.
4.
საბურავების ცვეთა:
ა)
საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე არ არის 2 მმ-ზე ნაკლები – 3 ქულა;
ბ)
საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია – იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 3🔗.
ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის მდგომარეობა
1.
სალონის მდგომარეობა, მისი განათება:
ა)
სალონი გაწყობილია რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, ჰერმეტულია, განათების სისტემა სრულყოფილია, იატაკი არ არის დაზიანებული – 2 ქულა;
ბ)
სალონი არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით – 1 ქულა,
გ)
სალონი არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან.
2.
კარების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა:
ა)
კარების საკეტები და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია, იკეტება და იღება თავისუფლად, მინები არ არის დაზიანებული – 2 ქულა;
ბ)
ფანჯრების ჩამკეტები არ არის გამართული, იღება და იკეტება ძნელად; მინები დაზიანებულია – 1 ქულა;
გ)
გასაღები ფანჯრები არ არსებობს – იხსნება კონკურსიდან.
3.
სავარძლების რაოდენობა, მდგომარეობა, მათი განლაგება და დამაგრება:
ა)
სავარძლების ტიპი შეესაბამება სტანდარტებს, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია (არანაკლებ 65 სმ), სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, არ არის დაზიანებული – 3 ქულა;
ბ)
სავარძლები დაზიანებულია და/ან მათ შორის დაშორებები არ შეესაბამება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებს – იხსნება კონკურსიდან.
4.
სალონში გათბობისა და სავენტილაციო სისტემების მოქმედება:
ა)
სალონში მოქმედებს გათბობისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემები – 3 ქულა;
ბ)
სალონში ჰაერის ვენტილაცია ხორციელდება სავენტილაციო ფანჯრებისა და ჭერზე განთავსებული სარკმლების მეშვეობით –1 ქულა;
გ)
სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება – იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 4🔗.
ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციული უსაფრთხოება
1.
მძღოლის უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე მინასაწმენდები გაუმართავია, მინის შუქგამტარობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს – იხსნება კონკურსიდან.
2.
სასიგნალო-მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები, გვერდითი, გაბარიტული და უკანა ნათურები, გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; სანომრე ნიშნის განათება – ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან, თუ რომელიმე არ მუშაობს – იხსნება კონკურსიდან.
3.
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის და სამედიცინო სააფთიაქო ყუთის არსებობა. თუ რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი – იხსნება კონკურსიდან.
4.
სპიდომეტრი გაუმართავია – იხსნება კონკურსიდან.
5.
აირის ბალონები დამონტაჟებულია ტექნიკური ნორმების დარღვევით – იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 5🔗.
ნებართვის მაძიებლის რეპუტაცია და საიმედოობა
1.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობის ფორმა
კონკურსში წარმოდგენილი ავტობუსების 30 პროცენტი და მეტი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაშია – 5 ქულა;
2.
ნებართვის მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ტერიტორია, შენობა-ნაგებობები და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისთვის) ნებართვის მაძიებელს აქვს საკუთრებაში სერტიფიცირებული, ტექნიკურად გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – 8 ქულა.