„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ.46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით.“.
2. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ამტკიცებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე დანიშვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“.
3. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 58-ე და 59-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58
კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
მუხლი 59
კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან ერთად წარუდგენს თავის მოხსენებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 30 ივნისი.
№277–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №277. სარეგისტრაციო კოდი — 010.230.000.05.001.001.529.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №277, 30.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.001.529 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28558/