ქ. ბათუმი ,,მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის N001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02

2015 წლის 1 ივნისი

ქ. ბათუმი

 

,,მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის N001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 16  იანვრის  №001 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესში’’ შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:

1.  წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) D3 კატეგორიის ვიზა - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის ვიზა.“

2. წესის  მე-3 მუხლის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)  საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურზე;“

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, მუდმივი ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის მქონე პირზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე.“

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) საზღვარგარეთ არსებულ იმ უმაღლეს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე.’’

3. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის ასლი ორიგინალის წარდგენით, თუ მაძიებელი საქართველოში მცხოვრები ან საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;“

4. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა ამ სასწავლებლის სტუდენტზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შესახებ - იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე