ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-16/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,229 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ საქართველოს კანონი 88% 20.03.2015 სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 17.10.2017 „ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 05.05.2025 ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 04.06.2025 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 27.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-16/ნ 2015 წლის 29 მაისი ქ. თბილისი ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე ,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი”, №1 დანართის შესაბამისად; ბ) ,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო სტანდარტები” №2 დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი №1 ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის  ჩატარების წესი მუხლი 1🔗 1. ,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას.   2. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა. 3. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების საფუძველია პირის შესახებ ფსიქიატრიული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება.    მუხლი 2🔗 ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნა გამოაქვს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემდგომში - ბიურო)  სასამართლოს მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, გარდა ბიუროს მიერ დამატებით მოთხოვნილი მასალების მიღების დროისა. მუხლი 3🔗 1. ბიუროში ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით. ამ ჯგუფში შედიან: ა) ფსიქიატრი - შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმი-სპეციალისტი;  ბ) ფსიქოლოგი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია;   გ) სოციალური მუშაკი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს  (შემდგომში - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი; დ) ოკუპაციური თერაპევტი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ოკუპაციური თერაპევტის კვალიფიკაცია (ან პირი, რომელიც ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური თვალსაზრისით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს შერჩეული სპეციფიკური აქტივობების საშუალებით მკურნალობს). 2. მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში სოციალური მუშაკის ჩართვას უზრუნველყოფს ბიურო. 3. ბიუროს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოიწვიოს სხვა შესაბამისი სპეციალისტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტის დასკვნას აქვს მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის სარეკომენდაციო ხასიათი. მუხლი 4🔗 მულტიდისციპლინური ჯგუფის თითოეული წევრი ამავე ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად, ცალკე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ თითოეულ სფეროში პირის მიერ გადაწყვეტილების მხარდაჭერის გარეშე მიღების შესაძლებლობას. მუხლი 5🔗 1. მულტიდისციპლინური ჯგუფი ვალდებულია: ა) დაადგინოს პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი; ბ) დაადგინოს პირის მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის ხარისხი; გ) შეაფასოს პირის გარემოსთან ურთიერთქმედება; დ) დაადგინოს პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი; ე) შეაფასოს პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა; ვ) უპასუხოს სასამართლოს განჩინებაში დასმულ კითხვებს; ზ) დაადგინოს პირის იმ სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულია განცხადებაში; თ) მიუთითოს სხვა სფერო, თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა, გარდა განჩინებაში აღნიშნულისა; ი) გამოიკვლიოს და დაადგინოს სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. 2. ბიუროს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად მოითხოვოს სათანადო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან და ორგანიზაციიდან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან მიმართვიდან 10 დღის ვადაში გასცენ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.  მუხლი 6🔗 1. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისას აუცილებელია ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე  პირის დასწრება და მონაწილეობა. 2. თუ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადება მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომაზე,  სასამართლოს განჩინების შესაბამისად მულტიდისციპლინური ჯგუფი გასვლით სხდომას ატარებს პირის ადგილსამყოფელის შესაბამისად, სამედიცინო ან სხვა დაწესებულებაში ან პირის საცხოვრებელ ადგილზე.   3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რითაც შესაძლებელი იქნება პირთან პირდაპირი კონტაქტი, რაც  დადასტურებული იქნება შესაბამისი ოქმით. მუხლი 7🔗. 1. მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გამოსცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას, რომელიც სასამართლოს გადაეგზავნება კანონით დადგენილ ვადაში. 2. უარყოფითია დასკვნა, რომლითაც არ დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. 3. დადებითია დასკვნა, რომლითაც დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; 4. აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს პირის ფსიქიკურ, გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას. მუხლი 8🔗 1. დასკვნა  უნდა იყოს დასაბუთებული და აუცილებელია მასში  მიეთითოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებები. 2. დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ რეკომენდებული ვადა არაუმეტეს 5 წლისა. 3. მულტიდისციპლინური ჯგუფი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ თითოეულ სფეროსთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. 4. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს. 5. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში დასკვნას აფასებს სასამართლო. 6. განსხვავებული აზრის მქონე მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება წერილობით დაურთოს დასკვნას. მუხლი 9🔗 ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 10🔗 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის   1305​1 და 1305​3  მუხლებით  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის განსაზღვრული  მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს  დირექტორის ბრძანებით. ასევე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებითვე განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის შეფასების ფორმა და მისი შევსების წესი. დანართი №2 ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო სტანდარტები ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო სტანდარტებია: ა) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ფსიქიატრიული  შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.1); ბ) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ფსიქოლოგიური  შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.2); გ) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ოკუპაციური თერაპევტის შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.3); დ) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სოციალური მუშაკის  შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.4). დანართი №2.1 ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ფსიქიატრიული   შეფასების ზოგადი სტანდარტი  მუხლი 1🔗. ფსიქოსოციალური ექსპერტიზის ჩატარების მეთოდიკა 1.   ფსიქოსოციალური ექსპერტიზის ჩატარების მეთოდიკა ითვალისწინებს გამოსაკვლევი პირის გამოკვლევას ფსიქიატრიული კლინიკური გასაუბრების მეშვეობით.  გასაუბრება პაციენტთან წარმოადგენს ფსიქიატრიული გამოკვლევის საფუძველს. პირობითად ფსიქიატრიული გამოკვლევა შედგება ორი ნაწილისგან: ა) ავადმყოფობის ისტორიის (ანამნეზის) გამოკვლევა;  ბ)  მოცემულ მომენტში პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება. 2. ანამნეზი, თავის მხრივ, არსებობს როგორც სუბიექტური – მოწოდებული თვით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მიერ, ისე ობიექტური – მოწოდებული გარეშე პირის – გამოსაკვლევი პირის ოჯახის წევრის, ახლობლის, მეგობრის და ა.შ. მიერ. 3. პაციენტის ავადმყოფობის ისტორია (ანამნეზი) ასახავს მისი ცხოვრების ისტორიას დაბადებიდან მოცემულ მომენტამდე. მუხლი 2🔗. შეფასების დროს არსებული ძირითადი თემები 1. პირადი (საანკეტო) მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, აღმსარებლობა, განათლება, საცხოვრებელი მისამართი, საქმიანობის სფერო და ა.შ. 2. ძირითადი ჩივილები. 3. ანამნეზი: ჩივილების გამოკითხვისას დაფიქსირებული სიმპტომების განვითარება დაავადების დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე; მათი დამოკიდებულება ცხოვრებისეულ მოვლენებთან, კონფლიქტებთან, სტრესულ ფაქტორებთან. 4. წინამორბედი ფსიქიკური და სომატური დაავადებები: ფსიქიკური აშლილობები, ფსიქო-სომატური, ნევროლოგიური დაავადებანი (ქალა-ტვინის ტრავმები, კრუნჩხვითი პაროქსიზმები და სხვა). 5. ცხოვრების ანამნეზი: მემკვიდრული ფსიქო-პათოლოგიური დატვირთვის არსებობის შესწავლა; დაბადება და ჩვილობის ასაკი (დეტალურად: მონაცემები დედის ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ; მოცემული ორსულობა იყო თუ არა დაგეგმილი, სასურველი; მონაცემები ორსულობისას გადატანილი ინფექციური, სომატური, ნევროლოგიური, ფსიქიკური დაავადებების, ფსიქო-ტრავმებისა და ფიზიკური ტრავმების შესახებ; ორსულობისას ჩატარებული მკურნალობა; მშობიარობის დროულობა, მიმდინარეობა; ახალშობილის შეფასება; ჩვილობის ასაკი – ფსიქო-მოტორული ზრდა-განვითარების თავისებურებანი (თუ როდის შეძლო ჩვილმა თავის დაჭერა, ჯდომა, სიარული, როგორ გამოვლინდა მისი ზნე, ტემპერამენტი და სხვა); ჩვილობის პერიოდის დაავადებები და ჩატარებული მკურნალობა; ბავშვობის პერიოდი (ფრაზული მეტყველების განვითარება; ტუალეტით სარგებლობის, თამაშის და სხვა უნარების გამომუშავება; ქცევის ზოგადი ფორმები: მორცხვობა, სითამამე, ჭირვეულობა; დამოკიდებულება მშობლებთან, აღმზრდელებთან, თანატოლებთან; ახლობლებთან განშორების ეპიზოდების, ენურეზის, კოშმარული სიზმრების, ღამის შიშების და სხვათა არსებობა; ბავშვობის პერიოდის დაავადებები და ჩატარებული მკურნალობა); მოზარდობის ასაკი – დამოკიდებულება თანატოლებთან, სკოლაში ქცევა, აკადემიური მოსწრება, ემოციური პრობლემები, თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, ქცევის მოდელის გამოხატული ცვლილებები პუბერტატულ ასაკში და ა.შ. ზრდასრული ცხოვრების პერიოდი – პროფესიის არჩევა, კარიერა, ქორწინება, პარტნიორთან ურთიერთობა, სამხედრო სამსახური, რელიგიურობა, ინტერპერსონალური ურთიერთობანი, სექსუალური ქცევა, ოჯახური პირობები და ურთიერთობანი. 6. ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება – პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს დროის მოცემულ შუალედში მასთან საუბრის შინაარსის, ასევე ფსიქიატრის დაკვირვებისა და შთაბეჭდილებების შედეგს. მუხლი 3🔗. თემები 1. გამოსაკვლევი პირის გარეგნული იერ-სახე – მოწესრიგებულობის ხარისხი, ჩაცმულობის თავისებურებანი (სისადავე, შესაბამისობა სიტუაციასა და სეზონთან, ზედმეტად გამომწვევი, უჩვეულო, შილიფი ან უდიერი ჩაცმის სტილი); პოზა, ჟესტები. სახის გამომეტყველება, მზერა და ა.შ. 2. მოტორული ქცევა – მოტორული აქტივობის დონე (ფსიქო-მოტორული შენელება, შეკავება. მოუსვენრობა, აგზნება; ტიკები; ტრემორი; მანერულობა; მანჭვა; სტერეოტიპიები; ნეგატივიზმი; აპრაქსია, ცვილისებური მოქნილობა; ემოციური მდგომარეობა – დაძაბვა, მოუსვენრობა, შფოთვა, აფორიაქება; შეცბუნება, განურჩევლობა და ა.შ. ხმა – სუსტი, გაბზარული, გამბედავი, ხმამაღალი, ხრინწიანი; ვიზუალური კონტაქტი. 3. დამოკიდებულება გასაუბრებისადმი – როგორ რეაგირებს პაციენტი მასთან წარმოებულ საუბარზე – გაღიზიანება,  აგრესია, აღიარების მოპოვების სურვილი, კეკლუცობა, თავდაჭერილობა, დაცვითი პოზიციის დაკავების მცდელობა, აპათიურობა, სიტყვაძვირობა, სიტყვაუხვობა, ხალისი, სარკაზმი, ირონია, დაბნეულობა და სხვა. 4. გუნება-განწყობის ფონი – მდგრადი ემოციური მდგომარეობა – პირქუში, დაძაბული, სასოწარკვეთილი, აღტაცებული, აღშფოთებული, ბედნიერი, დაურწმუნებელი, სევდიანი, ეიფორიული, აპათიური, შფოთვის ან შიშის ელფერის, დათრგუნული, ნიჰილისტური, სუიციდური განწყობის მქონე და ა.შ. 5. ემოციური რეაგირება – ემოციური ტონუსი, რაიმე იდეასთან ან საუბრის შინაარსთან მიმართებაში (ლაბილური, დაქვეითებული, ფერმკრთალი, მძაფრი, დემონსტრაციული, შესაბამისი ან შეუსაბამო – არაადეკვატური). 6. გუნება-განწყობასთან კავშირში არსებული ფიზიოლოგიური დარღვევები: ძირითადად დეპრესიით გაპირობებული სომატური (ვეგეტატიური) დისფუნქცია – ანორექსია, უძილობა, ჰიპერსომნია, ლიბიდოს დაქვეითება, ყაბზობა. 7. მეტყველება – ტემპის მიხედვით: სწრაფი, ნელი, მონოტონური, გაძნელებული, უწყვეტი, ხმის სიმაღლე, არტიკულაცია, თვისებრივი ცვლილებები –  მეტყველება სპონტანური, ღარიბი, წყვეტილი, მოზუზუნე, ბრადიფაზია, აფაზია, კოპროლალია, ექოლალია, დაუკავშირებლობა, მანერულობა, ვერბიგერაცია შფოთვითი, გლოსოლალია, ლოგორეა, აცდენილობა, მონოლოგი, მუტიზმი (არჩევითი, ისტერიული), ნეოლოგიზმი, პუერილური მეტყველება, რეფლექტორული მეტყველება, დათაფლული, ტელეგრაფული, შიზოფაზიური, ფსიქოგენური აფონია, ენაბორძიკობა, დაუნაწევრებელი ბგერები და მარცვლები, სიტყვიერი სალათი  და ა.შ. აფაზიური დარღვევები (ნევროლოგთან ერთად). 8. აღქმის დარღვევა – ანოზოგნოზია; მხედველობითი აგნოზია; პროზოპაგნოზია; აუტოპოაგნოზია; ისტერიული ანესთეზია; მაკროფსოა; მიკროფსია; გარემოს ირეალობის აღქმა; „déjà vu“, „deja entendu“-ს ფენომენები და ა.შ; დეპერსონალიზაცია; დერეალიზაცია; ილუზიები, ჰალუცინაციები (სმენითი, ყნოსვითი, მხედველობითი, ტაქტილური და ა.შ.); მათი შინაარსი, მახასიათებლები (წარმოშობის დრო – ჰიპნაგოგიური, ჰიპნაპომპური, რეფლექსური; ხანგრძლივობა, ვერბალური ჰალუცინაციების შინაარსი, ინტენსიობა – მონოლოგი, დიალოგი, იმპერატიული, მაკომენტირებელი, სასიამოვნო, უსიამოვნო, მტანჯველი, დამადანაშაულებელი; მხედველობითი ჰალუცინაციების შემთხვევაში – ფოტოპსიები; მონოქრომატული, პოლიქრომატული, ნორმოფსიური, მიკრო- და მაკროფსიური, გიგანტური, სტაბილური (უძრავი), მოძრავი, სცენისმაგვარი, პანორამული, ექსტრაკამპური, აუტო- და დეიტროსკოპიური; ჰალუცინოიდი; ტაქტილური – თერმული, ჰიგრული, ჰაპტიკური; ვისცერალური (ენტეროცეპტული); ჰალუცინაციური ფენომენების პროექცია (გარეთ ან შიგნით – ჭეშმარიტი და ფსევდოჰალუცინაციები); 9. იდეათა შინაარსი – ირელევანტური პასუხები; ღარიბი, შაბლონური ასოციაციები; იჭვნეულობა, უნდობლობა, გარემოს გაუცხოების, მასში საფრთხის შემცველობის, მტრული შინაარსის არსებობის განცდა; ფობიები (იზოლირებული და სოციალური); ფანტაზიები; კომპულსურობა; ეგომანია; მონომანია; შთანთქმულობა გარკვეული (მაგალითად, სუიციდური, რეფორმატორული, ნიჰილისტური) იდეებით; იპოქონდრიულობა; ზეღირებულოვანი აზრები; მაგიური აზროვნება; ბოდვითი აზრების  (სტრუქტურა – პირველადი;  მეორადი; შინაარსი – მოდავეობის (კვერულანტური), რეფორმატორული, გამომგონებლური, რელიგიური, ეროტომანიული, დევნის, დამოკიდებულების, განდიდების, ღაზოიანობის, ზემოქმედების, მანიქეისტური, წახდენილობის, ინტერმეტამორფოზის, კატათიმური შინაარსის, დეპრესიული (მაგ. კოტარის), ექსპანსიური, ფსიქიკური ავტომატიზმის ფენომენი და ა.შ. 10. აზროვნების პროცესი – ასოციაციური პროცესის მიზანმიმართულება, სიმწყობრე, აჩქარება, შენელება, გაძნელება, ბიძგისებურობა, ჩამოცურება, მრავალპლანიანობა, ზედმეტობა (სიჭარბე); გვერდითი ასოციაციების წარმოშობის ტიპის და სიხშირე; აზრთა უეცარი წყვეტა; აზრთა რბოლა-ქარიშხალი, მენტიზმი; მსჯელობის ლოგიკურობა ან მრუდე ლოგიკა; აზროვნების თვისებრივი ცვლილებები – კონკრეტულობა; რიგიდობა; ტორპიდულობა; რეზონიორობა, სიმბოლურობა, გახლეჩა, ამბივალენტობა, აუტისტურობა, სიბლანტე, წებოვნება, გაჭიანურება, პარალოგიურობა, ინკოჰერენტულობა; აბსტრაგირების უნარი. 11. ცნობიერება – ცნობიერების დონის განსაზღვრა – ნათელი, დაბინდული, პირბადე-გადაკრული, შევიწროვებული, დახშული; გაბრუება, სომნოლენტობა, სოპორი, კომა; ცნობიერების აშლის ცალკეული ტიპების განსაზღვრა – დელირიუმი, ონეროიდი, ამენცია, ცნობიერების ბინდისებრი აშლა; ორიენტაცია დროში, გარემოში, ადგილში, საკუთარ ვინაობაში. 12. მეხსიერების დარღვევა (ხანგრძლივი, ხანმოკლე, ოპერატიული); ამნეზია; პარამნეზია; კონფაბულაციები; ჰიპერმნეზია. 13. ყურადღების მიზანმიმართული კონცენტრაციის უნარი (ყურადღების აცილება, გაფანტულობა, ადვილი გადანაცვლება). 14. ინტელექტუალური დონე და ინფორმირებულობა; ადრე მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში კვლავწარმოქმნის, მობილიზების და კონსტრუქციულად გადამუშავების უნარი; ლექსიკური მარაგი; ცოდნისა და ზოგადი განათლების დონე; სააზროვნო ამოცანების ამოხსნის, ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირის გაგების, შესაბამისი დასკვნების გაკეთებისა და რეაგირების უნარი; მახვილგონიერების, გადატანითი აზრის წვდომის, განზოგადების შესაძლებლობა; სააზროვნო პროცესის ძვრადობა, მოქნილობა. 15. კრიტიკული შეფასებისა და თვითშეფასების უნარი. დანართი №2.2 ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის  ფსიქოლოგიური შეფასების ზოგადი სტანდარტი 1.  ექსპერიმენტულ - ფსიქოლოგიური კვლევისათვის გამოიყენება როგორც ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევის მეთოდები, ასევე ის ტესტები  და კითხვარები, რომლებიც პიროვნებას შეიწავლიან მისი მთლიანობის ასპექტში. 2. წინამდებარე სტანდარტი საშუალებას იძლევა შეფასებულ იქნეს პიროვნების ინტელექტუალურ-ხასიათობრივი თავისებურებები, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები,  დამოკიდებულება სოციალურ გარემოსთან და დანაშაულებრივ ფაქტთან ქვემოჩამოთვლილი ინსტრუმენტების (ტესტი, შკალა, კვლევა) საშუალებით: ა) აზროვნების საკვლევი ტესტები : ა.ა)საგანთა კლასიფიკაციის მეთოდი. ა.ბ) „ მეოთხე ზედმეტია “. ა.გ)„ვექსლერის“ ინტელექტის საკვლევი ტესტი. ა.დ) კლინიკური საუბრის მეთოდი. ბ) მეხსიერების საკვლევი ტესტი – „ ათი სიტყვა “; გ) ყურადღების საკვლევი ტესტები : გ.ა)  „ ბურდონის ტესტი“; გ.ბ) „ შულტეს ცხრილი“. დ) თემატური აპერცეპციის ტესტი; ე) ლუშერის ფერითი ტესტი; ვ) შეფასების შკალები: ვ.ა) შიხანის განგაშის თვითშეფასების შკალა; ვ.ბ) ბეკის დეპრესიის შკალა. ზ) პიროვნების მრავალპროფილიანი სტანდარტიზებული კვლევის კითხვარი ( M. M. P. I); თ) კვლევა: თ.ა) არსებითი ნიშნების მიხედვით საგანთა გაერთიანების და მიღებული ჯგუფების ინტერპრეტირების უნარის კვლევა; თ.ბ)კონსტრუქციის ელემენტებად დაშლის და აღდგენის უნარის კვლევა; თ.გ) გადატნითი აზრის წვდომის უნარის კვლევა; თ.დ) უშუალო ქცევითი რეაქციების კვლევა; თ.ე) დაცვითი რეაქციებიდან ინტერ და ინტრაპუნიტური რეაქციების კვლევა; თ.ვ) დიმიტრი უზნაძის ფსიქსირებული განწყობის ცდები; თ.ზ) ინტელექტუალურ – ნებითი ფუნქციების, მნესტიკურ – შემეცნებითი და ვაზო – ვეგეტატიური ცვლილებების კვლევა; თ.თ) სოციალური განწყობების კვლევა. დანართი №2.3 ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ოკუპაციური თერაპევტის შეფასების ზოგადი სტანდარტი 1.  ჯანმრთელობის, ფუნქციონირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის საერთაშორისო კლასიფიკაციის სამუშაო ჩარჩოს შესაბამისად ფასდება გამოსაკვლევი პირის: ა) მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა: ა.ა) სწავლა და ცოდნის გამოყენება; ა.ბ) ზოგადი ამოცანები და მოთხოვნები (მარტივი და რთული დავალების შესრულება, ყოველდღიურ საქმიანობაში ორგანიზებულობა, სტრესთან გამკლავება); ა.გ) კომუნიკაცია; ა.დ) მობილობა; ა.ე) თვითმოვლა; ა.ვ) ყოფითი ცხოვრება; ა.ზ) ინტერპერსონალური ურთიერთობები; ა.თ) ცხოვრების ძირითადი სფეროები; ა.ი) საზოგადოებრივი, სოციალური და სამოქალაქო ცხოვრება. ბ) გარემო ფაქტორები: ბ.ა) დამხმარე საშუალები და ტექნოლოგია; ბ.ბ) ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი გარემო; ბ.გ) მხარდაჭერა და ურთიერთობები; ბ.დ) განწყობა/დამოკიდებულებები; ბ.ე) არსებული სერვისები. გ) დამატებითი ფაქტორები: გ.ა) მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვისა და გარემოსთან ურთიერთქმედების ხარისხი; გ.ბ)  პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი; გ.გ) არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების ანდა გაუარესების შესაძლებლობა. 2.  ყოველი ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, კონკრეტული არეების და სფეროების შეფასებისას გამოიყენება  შემდეგი მეთოდები: ა) პირთან და მისი ნდობით აღჭურვილ მოქალაქესთან (ოჯახის წევრი, ნათესავი, მეურვე, მეგობარი, ან პირი ვისთანაც ის დიდ დროს ატარებს)  ინტერვიუ/გასაუბრება; ბ) პირის საქმიანობასა და გარემოზე დაკვირვება; გ) დამატებით ინფორმაცია საგანმანათლებლო, დასაქმების, სამკურნალო და სხვა დაწესებულებებიდან თუ წყაროებიდან. დანართი №2.4 ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სოციალური  მუშაკის შეფასების ზოგადი სტანდარტი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სოციალური  მუშაკის შეფასების ზოგადი სტანდარტი მოიცავს ინფორმაციას შესაფასებელი პირის უნარების შესწავლისა და  სოციალურ  გარემოში მისი მდგომარეობის შეფასების შესახებ, რომლის დროსაც ფასდება: 1. პიროვნული ცნობიერება. 2. ემოციური  მდგომარეობა.   3. ურთირთობები ოჯახის წევრებთან. 4. პირის სხვებზე ზრუნვის უნარი. 5. მობილურობა/მოტორიკა.  6. აღქმის უნარი, ორიენტაცია. 7. კომუნიკაცია. 8. თვითმოვლა და ჰიგიენა. 9. საკვების მიღების უნარი. 10. ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. 11. სოციალური აქტივობა/ქცევა, სახლის მოვლა/საოჯახო საქმიანობა/ქონების შენახვა –განკარგვა.