ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2015
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2015
matsne.gov.ge 315 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 27.02.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 29.12.2015 ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე ვადის მოსვლის თარიღი​8 83% 07.10.2020 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 28.03.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 13.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2015 წლის 29 მაისი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის  წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი მუხლი 1🔗 1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდეგში - საკრებულო) მასმედიის  წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი (შემდეგში - აკრედიტაციის წესი) განსაზღვრავს მასმედიის (პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის) წარმომადგენლების (შემდეგში - ჟურნალისტი) მიერ საკრებულოს სხდომებზე აკრედიტაციის გავლის პროცედურას. 2. ჟურნალისტის აკრედიტაცია შესაძლებელია გრძელვადიან, დროებით და სპეციალურ საფუძველზე. ა) გრძელვადიანი აკრედიტაცია გაიცემა 1 წლის ვადით; ბ) დროებითი აკრედიტაცია გაიცემა 3 თვემდე ვადით; გ) სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა კონკრეტული მოვლენის გასაშუქებლად. 3. აკრედიტაციის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მასმედიის წარმომადგენლის ხელმძღვანელობის წერილობითი თხოვნა მისი ჟურნალისტის აკრედიტაციის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება ჟურნალისტის სრული სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ბ) ჟურნალისტის სამსახურებრივი მოწმობის ასლი; გ) ჟურნალისტის პირადობის მოწმობის ასლი. 4. ამ თავის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (შემდეგში - საკრებულოს აპარატი). 5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია, საკრებულოს აპარატი წერილობით აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლობას ამის შესახებ და 3 დღის ვადაში სთავაზობს სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას. 6. საკრებულოს სხდომებზე დასასწრებლად მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთი კორესპოდენტი, ერთი ფოტოკორესპოდენტი ან ერთი ტელეოპერატორი. მუხლი 2🔗 მასმედიის წარმომადგენელს აკრედიტაცია შეიძლება გაუქმდეს: ა) გაზეთის, ჟურნალის, საინფორმაციო სააგენტოს, ტელევიზიისა და რადიოკომპანიის ხელმძღვანელის ან მისი მოვალების შემსრულებლის განცხადების საფუძველზე; ბ) ჟურნალისტის მიერ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამახინჯების ან გაყალბების, თანამშრომელთა შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებისათვის; გ) ჟურნალისტის მასობრივი ინფორმაციის ერთი საშუალებიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში; ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 3🔗 ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის არმქონე მასმედიის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე არ დაიშვებიან.