ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.106.016168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 29 მაისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა



დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის  წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი
მუხლი 1
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდეგში - საკრებულო) მასმედიის  წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი (შემდეგში - აკრედიტაციის წესი) განსაზღვრავს მასმედიის (პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის) წარმომადგენლების (შემდეგში - ჟურნალისტი) მიერ საკრებულოს სხდომებზე აკრედიტაციის გავლის პროცედურას.
2. ჟურნალისტის აკრედიტაცია შესაძლებელია გრძელვადიან, დროებით და სპეციალურ საფუძველზე.
ა) გრძელვადიანი აკრედიტაცია გაიცემა 1 წლის ვადით;
ბ) დროებითი აკრედიტაცია გაიცემა 3 თვემდე ვადით;
გ) სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა კონკრეტული მოვლენის გასაშუქებლად.
3. აკრედიტაციის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მასმედიის წარმომადგენლის ხელმძღვანელობის წერილობითი თხოვნა მისი ჟურნალისტის აკრედიტაციის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება ჟურნალისტის სრული სახელი და გვარი; პირადი ნომერი;
ბ) ჟურნალისტის სამსახურებრივი მოწმობის ასლი;
გ) ჟურნალისტის პირადობის მოწმობის ასლი.
4. ამ თავის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (შემდეგში - საკრებულოს აპარატი).
5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია, საკრებულოს აპარატი წერილობით აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლობას ამის შესახებ და 3 დღის ვადაში სთავაზობს სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას.
6. საკრებულოს სხდომებზე დასასწრებლად მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთი კორესპოდენტი, ერთი ფოტოკორესპოდენტი ან ერთი ტელეოპერატორი.
მუხლი 2
მასმედიის წარმომადგენელს აკრედიტაცია შეიძლება გაუქმდეს:
ა) გაზეთის, ჟურნალის, საინფორმაციო სააგენტოს, ტელევიზიისა და რადიოკომპანიის ხელმძღვანელის ან მისი მოვალების შემსრულებლის განცხადების საფუძველზე;
ბ) ჟურნალისტის მიერ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამახინჯების ან გაყალბების, თანამშრომელთა შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებისათვის;
გ) ჟურნალისტის მასობრივი ინფორმაციის ერთი საშუალებიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 3
ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის არმქონე მასმედიის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე არ დაიშვებიან.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2015.
როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.05.2015. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.106.016168.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №19, 29.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016168 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2856024/