ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2015
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2015 წლის 29 მაისი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების
შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ვანის მუნიციპალიტეტის შემდეგი საპატიო წოდებები:
ა) საპატიო ვანელი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავევანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი N1
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს:
ა) როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
ბ) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ვანის და საქართველოს წინაშე;
გ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ვანის წინაშე ან/და ვანთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას ვანის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ვანელთა ყველა თაობისათვის.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
5. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ.
6. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით გამგებლის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
7. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ კომისიას. კომისია უფლებამოსილია განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 2🔗.
საპატიო წოდებები
1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებია:
ა) საპატიო ვანელი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება
1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) მხარის რწმუნებულს-გუბერნატორს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ) საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს ვანის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).
2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
დ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე;
ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებზე.
მუხლი 4🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია და კანდიდატების შერჩევის წესი
1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით - ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ: საკრებულოს, გამგეობის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ის მოქალაქეები რომლებსაც უკვე მიენიჭათ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები.
3. კომისია აწარმოებს დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას.
4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ.
5. კომისია გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით.
მუხლი 5🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება
1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისიის წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ „ვანელობის“ სახალხო დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში ყოველწლიურად ან გამგებლის გადაწყვეტილებით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით წელიწადის ნებისმიერ დროს საზეიმო ვითარებაში.
4. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები და/ან ფულადი ჯილდო.
მუხლი 6🔗.
მოქალაქის უფლებები, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო
1. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ვანის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ვანელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
მუხლი 7🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი
1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობისა და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში.