⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.08.2015)
გაუქმებულია:

ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.05.2015
ძალის დაკარგვა 07.08.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,115 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2015 მიღება
07.08.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში
ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტი
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №18 2015 წლის 28 მაისი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1 პუნქტის ”ე.ა” ქვეპუნქტის და ”საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში  არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის,  ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №2 -ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დატკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის, მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუტრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესაბამისი ფორმები: 1, 2, 3, 4, 5 და 6. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს "ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №04 დადგენილება მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი 1 ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე წესი განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტი 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და წინამდებარე წესის გათვალისწინებით. 2.დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისია იქმნებ აწელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამითვის განმავლობაში, აგრეთვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას საჭიროების შემთხვევაშიც. 4. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე - რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას; ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას; გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი- რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის სრულყოფილად მუშაობის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის კვალიფიციური სპეციალისტებიც. მოწვეულის პეციალისტები არიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. კომისია საკითხს განიხილავს დაგადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად. 8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭიროდოკუმენტაციას: ა)  ინვენტარიზაციის დაწყებამდე ამოწმებს საინვენტარო ბარათების არსებობას, ტექნიკური პასპორტების ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობას/მდგომარეობას. ბ) ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიხედვით ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების აღრიცხვას. გ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვომონაცემებს. დ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს. ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილ დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას ბუღალტრულ აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე. ვ) კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. ზ) კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზს, რომელიც თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს. 9. აღწერის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ მის პასუხისმგებლობაში არსებული ქონება ბუღალტრული მონაცემების იდენტურია. 10. შედარების უწყისების შედგენამდე ორგანიზაციის ბუღალტერია ამოწმებს ყველა გაანგარიშების სისწორეს, რომელიც მოცემულია საინვენტარიზაციო აღწერილობაში. საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში შეტანილი ცვლილებები დამოწმებული უნდა იყოს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრის მიერ. 11. ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად ორგანიზაციის ბუღალტერია ადგენს შესაბამის შედარების უწყისებს. 12. იმაქტივებზე, რომლებიც არ არის აღრიცხული საბალანსო ან საცნობარო მუხლებში, დგება შესაბამისი შედარების უწყისი. 13. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ხულოს მუნიცპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში ინვენტარიზაციის ჩატარებასა და წესების დაცვაზე. 14. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე. მუხლი 5🔗. ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე სახით გამოყენება შეუძლებელია. 4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისი ადამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას. 7. ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 8. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესითწარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონები სდამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია. 9. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის, თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7.განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია. დანართი 2 ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე წესი განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერდაფუძნებულიარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტი 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები 1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა ხდება ა(ა)იპ-ის მიერ დამფუძნებლის თანხმობით. 2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და წინამდებარე წესის გათვალისწინებით. 2. ა(ა)იპ-ის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება ა(ა)იპ-ის წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 5🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ა(ა)იპ-ების საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისია იქმნებ აწელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამითვის განმავლობაში, აგრეთვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას საჭიროების შემთხვევაშიც. 4. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე - რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას; ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას; გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი- რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის სრულყოფილად მუშაობის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის კვალიფიციური სპეციალისტებიც. მოწვეულის პეციალისტები არიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. კომისია საკითხს განიხილავს დაგადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად. 8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭიროდოკუმენტაციას: ა)  ინვენტარიზაციის დაწყებამდე ამოწმებს საინვენტარო ბარათების არსებობას, ტექნიკური პასპორტების ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობას/მდგომარეობას. ბ) ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიხედვით ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების აღრიცხვას. გ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვომონაცემებს. დ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს. ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილ დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას ბუღალტრულ აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე. ვ) კომისიი სყველა წევრი ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. ზ) კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზს, რომელიც თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს. 9. აღწერის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ მის პასუხისმგებლობაში არსებული ქონება ბუღალტრული მონაცემების იდენტურია. 10. შედარების უწყისების შედგენამდე ორგანიზაციის ბუღალტერია ამოწმებს ყველა გაანგარიშების სისწორეს, რომელიც მოცემულია საინვენტარიზაციო აღწერილობაში. საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში შეტანილი ცვლილებები დამოწმებული უნდა იყოს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრის მიერ. 11. ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად ორგანიზაციის ბუღალტერია ადგენს შესაბამის შედარების უწყისებს. 12. იმაქტივებზე, რომლებიც არ არის აღრიცხული საბალანსო ან საცნობარო მუხლებში, დგება შესაბამისი შედარების უწყისი. 13. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ხულოს მუნიცპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში ინვენტარიზაციის ჩატარებასა და წესების დაცვაზე. 14. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე. მუხლი 6🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებე ლიაუდიტის დასკვნა. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. 4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას. 7. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ,  მასალების წარედგენა ხდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 8. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა /ლიკვიდაცია. 9. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7.განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულება.