ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2015
ძალის დაკარგვა 02.12.2016
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.112.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.11.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.09.2011
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2015 წლის 29 მაისი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, matsne.gov.ge 110907017, 12/09/2011) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №27 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი 1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის და ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე.
2.
წესის მიზანია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ამ სფეროში წესრიგის დამყარებისათვის ხელშეწყობა.
თავი II
ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 2🔗
1.
ქუჩის, მოედნის, პარკის და სხვა გეოგრაფიული ობიექტის (შემდგომში - გეოგრაფიული ობიექტის) სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს, ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას და სხვა.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის ფასეულობიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ერთსა და იმავე დასახელებულ პუნქტში არსებულ ორი ან რამდენიმე ქუჩის, მოედნის, პარკის გეოგრაფიული ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
4.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში უცხო ენაზე მითითებული გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ზომის ანბანით).
მუხლი 3🔗
1.
გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 5 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი ქვეყნის განვითარებაში.
2.
გამოჩენილ პირთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზედწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით.(მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“);
3.
სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება (მაგალითად: „დ.აღმაშენებელი“).
4.
დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგალითად: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
5.
თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება,გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგალითად: „მეფე დემეტრე თავდადებულის ქუჩა“).
6.
ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ: „26 მაისის ქუჩა“).
7.
დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
8.
გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად,ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
9.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
1.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2.
მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, ავტორის აზრით, თუ რომელ გეოგრაფიულ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს, მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩების, მოედნების, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა). ახალი ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ქუჩისა და მოედნისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდების მინიჭება.
მუხლი 5🔗
1.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მიმართვას შეისწავლის საკრებულოს სამანდატო, საპროცედური, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (შემდგომში - საკრებულოს კომისია).საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას.
3.
საკრებულოს კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს კომისიის სხდომაზე, ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა, ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე, საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
1.
საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ და კომისიაში შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს კომისიის თავმჯდომარე.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
3.
საკრებულოს კომისიიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 7🔗
1.
საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ქუჩის ან მოედნისათვის მიმართვაში მითითებული სახელწოდების მინიჭების მიზანშეუწონლობის) შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
2.
საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (ქუჩის,მოედნის, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მიმართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი) საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესათანხმებლად ეგზავნება „გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიას.“
3.
სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს დადგენილი წესით იღებს შესაბამის დადგენილებას.
4.
სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
5.
უძრავი ქონების მესაკუთრეები და მუნიციპალიტეტის გამგეობა საკუთარი კომპეტენცის ფარგლებში ვალდებულნი არიან გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს დადგენილების შესაბამისობაში მოსაყვანად.
თავი III
გარდამავალი დებულებები
მუხლი 8🔗
ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აკონტროლებს სამთავრობო კომისია.
დანართი №2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების,კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1.
ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2.
დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3.
კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4.
შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5.
ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 3🔗.
უფლებამოსილი ორგანოები
გადაწყვეტილებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის გათვალისწინებით, გამგებლის წარდგინებით, იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 4🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა
1.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების, კერძო საკუთრების არსებული მიწის ნაკვეთების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა)
შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ)
შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ)
არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ)
სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა)
სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ)
ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ)
არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ)
სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2.
ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 7🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების,კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
მუხლი 8🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის დასამტკიცებლად.
2.
საკრებულოა აპარატი ვალდებულია განკარგულება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.