„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2015 წლის 1 ივნისი ქ. ახმეტა |
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 337.500 (სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარს.“.
2) მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება;“.
3) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ ქვეპუნქტი:
,,რ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;“.
4) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ ქვეპუნქტი:
,,ს) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფები“.
5) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები“.
6) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ“ ქვეპუნქტი:
„უ) განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს“.
7) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 3000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 3000 ლარამდე თანხის შემთხვევაში - არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 500 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 70 000-მდე.
8) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა - ყოველთვიურად არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში.“
9) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ ქვეპუნქტი:
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანადაფინანსება.
10) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ ქვეპუნქტი:
„ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს - 3000 ლარი“.
11) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია.“.
12) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე, ,,ბ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს.“.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.06.2015. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.162.016333.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №48, 01.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2857223/