„შეიარაღების, სამხერო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაოაბზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№282
სარეგისტრაციო კოდი
120.190.000.05.001.001.532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 16/07/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30. 05.1998, გვ.19) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო მოსაკრებელი

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.

    მუხლი 2.

  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№282-რს