„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№448
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016441
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №448

2015 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 


  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.      მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები  (დანართი №64);“.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №64 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი №64
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები

ყოველთვიური დანამატის ნორმები

დასახელება

უცხოური

ვალუტის

დასახელება

ხარჯის დასახელება

 

 

 

ანაზღაურების

ნორმები

სამედიცინო

დაზღვევა

განთავსების

 ხარჯი

 

შენახვის

ხარჯის

ნორმები

 

სულ

 

 

1

პოლიციის ატაშე

ავსტრიის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1625

4 813

2

პოლიციის ატაშე

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

500

3 438

3

პოლიციის ატაშე

ბელორუსის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

1 000

3 938

4

პოლიციის ატაშე

 თურქეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 000

1 250

3 938

5

პოლიციის ატაშეს მოადგილე

 თურქეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 250

4 438

6

პოლიციის ატაშე

უკრაინაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 500

1 000

4 188

7

პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

8

პოლიციის ატაშე

საფრანგეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

9

პოლიციის ატაშე

სომხეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

500

3 438

10

პოლიციის ატაშე

საბერძნეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

შენიშვნა:

ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების დანამატი ანაზღაურდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.

1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის მიერ სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.

2.    განთავსების ხარჯები

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი)  წარმოდგენა ყოველკვარტალურად.

ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით  გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.

3.  შენახვის ხარჯები

შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გადასახდელს, მათ შორის:

ა)  წარმომადგენლობით ხარჯებს;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის (მათ შორის, საწვავი) და ექსპლუატაციის სხვა ხარჯებს;

გ) ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს.

4.  მოკლევადიანი მივლინება

მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცერს აუნაზღაურდება მგზავრობისა („ეკონომ“ კლასის  სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.  კუთვნილი შვებულება

წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს („ეკონომ“ კლასის  სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცერსა და მათი ოჯახის წევრებს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

6. დამატებითი ხარჯი

1. დასაბუთებული მოთხოვნებისა და კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე:

ა) ხორციელდება საოფისე ინვენტარის, მოწყობილობებისა და  სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, ასევე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დასაზღვევად და საბურავების შესაძენად დამატებითი თანხების გამოყოფა;

ბ) აგრეთვე საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით.

7. როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცერს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უნაზღაურდება პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა)  ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) - ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს: 1. (მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები), რომელიც ანაზღაურდება გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში; 2. ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარმოდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით;

გ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯი), ანაზღაურდება სამინისტროს მიერ წინასწარ, რომლის ანგარიშგებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის  პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე ან/და მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს საჭირო შესყიდული საქონლის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენით.

8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, ასევე მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება:

ა) როტაციის წესით როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები („ეკონომ“ კლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.