საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1044
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2015
matsne.gov.ge 506 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანიისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 11.01.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 04.10.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 31.03.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 16.06.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 30.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.MsoIntenseReference {font-variant:small-caps; color:windowtext; letter-spacing:.25pt; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1044 2015 წლის 25 მაისი  ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ      1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ და „ჰ​1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ან პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების (პირის (ან მისი უფლებამონაცვლის) დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება; დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ; დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ) შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვით (შემდგომში - მიმართვა), შესაბამისი ზიანის კომპენსირების მიზნით, განახორციელოს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების ინიციირება იმ პირებისათვის, რომელთა მიერაც განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების იძულებით დათმობა (მიტოვება, ჩუქება და ა.შ.).      2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული მიზნებისთვის, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამისი ქონების შემძენს შორის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა.      3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით, სააგენტოს მიერ ინიციირებას ექვემდებარება, მხოლოდ იმ უძრავი ან/და მოძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, რომლის იძულებით დათმობაც განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ შესაბამისი პირის მხრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ქონება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, ან/და „მიმართვის“ მიღების დღისათვის განკარგულია, გადაცემულია სარგებლობის უფლებით (უძრავი ქონების შემთხვევაში) ან/და არ ექვემდებარება პრივატიზებას.      4. იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების შესაბამისად გადაცემას დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების შემძენს წარმოადგენს იურიდიული პირი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ქონების შემძენთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით, ქონების შემძენზე, შესაბამისი ქონების მიღებიდან გამომდინარე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირებისათვის.      5. ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს ქონების შემძენთა მხრიდან,  სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი